დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
AUDRP
გაგზავნა

MDF-ის ბიბლიოთეკა

  • წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებრივი აზრის კვლევების გაშუქებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სანქცირების პრაქტიკა, 2016

    წინამდებარე მონიტორინგი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მედიაში საზოგადოებრივი აზრის კვლევების გაშუქების საკანონმდებლო რეგულაციების დარღვევაზე კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის და სასამართლოების რეაგირების პრაქტიკას ასახავს. მონიტორინგი დოკუმენტების ანალიზს ეფუძნება, რომელიც კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიიდან გამოთხოვილ მასალებს მოიცავს, ასევე მედიის განვითარების ფონდის წინასაარჩევნო მედია მონიტორინგის ანგარიშს, რომელიც საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების სატელევი... სრულად

  • 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის ანგარიში

    „მედიის განვითარების ფონდი" 2016 წლის 1 აპრილიდან 15 ოქტომბრამდე საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერილი პროექტის „გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მედია არჩევნებზე დემოკრატიული პრაქტიკის განმტკიცებისთვის" ფარგლებში, წინასაარჩევნო მედია-მონიტორინგს ახორციელებს. მონიტორინგის მიზანია, წინასაარჩევნო პერიოდში შეისწავლოს რაოდენობრივი და თვისობრივი თვალსაზრისით როგორ არიან პოლიტიკური სუბიექტები წარმოდგენილი პრაიმ თაიმის სატელევიზიო საინფორმაციო გამოშვებებსა და ონლაინ მედიაში; უზრუნვე... სრულად

  • სიძულვილის ენა, 2016 წლის ანგარიში

    მედიის განვითარების ფონდი (MDF) საქართველოს გაეროს ასოციაციასთან (UNAG) პარტნიორობით და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით მონაწილეობს პროგრამის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერა” განხორციელებაში. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მედია მონიტორინგი, რომლის მიზანია მედიასა და საჯარო დისკურსში სიძულვილის ენის სხვადასხვა ფორმებისა და მათი წყაროების გამოვლენა. ამასთანავე, იმის შესწავლა, თუ რამდენად იცავენ მედია საშუალებები პროფესიულ... სრულად

  • სიძულვილის ენა და გენდერული წარმომადგენლობა მედიაში, 2016

    "მედიის განვითარების ფონდი" 2016 წლის 1 აპრილიდან 15 ოქტომბრამდე საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერილი პროექტის "გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მედია არჩევნებზე დემოკრატიული პრაქტიკის განმტკიცებისთვის" ფარგლებში, წინასაარჩევნო მედია მონიტორინგს ახორციელებს.   კვლევის ფარგლებში ხორციელდება დაკვირვება პოლიტიკური სუბიექტების მიერ და მათ მიმართ სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევებზე; ასევე პოლიტიკური სუბიექტების გენდერულ წარმომადგენლობაზე მედიაში და გენდერული ნ... სრულად

  • არჩევნების გაშუქების სახელმძღვანელო ჟურნალისტებისთვის

    წინამდებარე სახელმძღვანელო Free Press Unlimitted-ის (FPU) ექსპერტმა ჟან მარი კოუტმა მედიის განვითარების ფონდისთვის პროექტის „გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მედია არჩევნებზე დემოკრატიული პრაქტიკის განმტკიცებისთვის" ფარგლებში მოამზადა. სახელმძღვანელო, რომლის გამოცემაც საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი, დაეხმარება ჟურნალისტებს არჩევნების კვალიფიციურ გაშუქებაში, ასევე მედია სკოლების სტუდენტებს, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით გაიმდიდრონ თავიანთი ცოდნა არჩევნებ... სრულად

  • ჟურნალისტთა პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლა და მთავრობის ადამიანის უფლებების სამოქმედო გეგმის გამოხატვის თავისუფლების თავის მონიტორინგი

    სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლი ჟურნალისტთა პროფესიული საქმიანობის ხელისშეშლას დასჯადად აცხადებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად: " 1. ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ორმოც საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მ... სრულად

  • საჯარო ინფორმაციის ელექტრონული რესურსებისა და მონაცემთა ვიზუალიზაციის გზამკვლევი

    ინფორმაცია ძალაუფლების წყაროა და ის ხალხს ეკუთვნის. სწორედ ამიტომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების თავი საქართველოს ყველა მოქალაქეს აძლევს უფლებას, გამოითხოვოს საჯარო ინფორმაცია და აკონტროლოს ხელისუფლება. ამ პროცესში განსაკუთრებული როლი მედიას აკისრია, რომელმაც ვოჩდოგის ფუნქცია უნდა შეასრულოს და ხელი შეუწყოს ხელისუფლების გამჭვირვალობის უზრუნლველყოფას. წინამდებარე გზამკვლევი განკუთვნილია ჟურნალისტებისთვის და მისი მიზანია დაეხმაროს მედიას ეფექტიანად გამოიყენოს ის ელ... სრულად

  • წინასაარჩევნო მედია გარემო, ანგარიში 2016

    ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის - NED-ის მხარდაჭერით მედიის განვითარების ფონდი -MDF გამოსცემს პერიოდულ ანგარიშს, რომელიც მედიის თავისუფლების მხრივ საქართველოში არსებულ მდგომარეობას მიმოიხილავს. წინამდებარე ანგარიში წინასაარჩევნო მედია გარემოს მხრივ 2016 წელს არსებულ მდგომარეობას მიმოიხილავს. ანგარიში ეყრდნობა დოკუმენტების ანალიზს, საჯარო დაწესებულებებიდან გამოთხოვილ ოფიციალურ ინფორმაციას და მედიით გავრცელებულ ცნობებს. ანგარიში შედგება 6 თავისგან: პირველ თავში განხილულია 2016 წელს მიღებული ს... სრულად

  • მედიის წინასაარჩევნო მონიტორინგი 1 აპრილი - 31 ივლისი, 2016 შუალედური ანგარიში

    „მედიის განვითარების ფონდი" 2016 წლის 1 აპრილიდან 31 ოქტომბრამდე საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერილი პროექტის „გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მედია არჩევნებზე დემოკრატიული პრაქტიკის განმტკიცებისთვის" ფარგლებში, წინასაარჩევნო მედია-მონიტორინგს ახორციელებს.   მონიტორინგის მიზანია, წინასაარჩევნო პერიოდში შეისწავლოს რაოდენობრივი და თვისობრივი თვალსაზრისით როგორ არიან პოლიტიკური სუბიექტები წარმოდგენილი პრაიმ თაიმის სატელევიზიო საინფორმაციო გამოშვებებსა და ონლაინ მედიაში; უ... სრულად

  • სასარგებლო ელექტრონული რესურსები

    მედიას აქვს ვალდებულება, ამომრჩეველს მიაწოდოს სრულფასოვანი ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტებისა და საარჩევნო პროცესის შესახებ. წინამდებარე გზამკვლევი დაეხმარება ჟურნალისტებს, ხელი მიუწვდებოდეთ ელექტრონულ მონაცემთა ბაზებზე, რომლებიც არჩევნების სიღრმისეულ გაშუქებას შეუწყობს ხელს; ასევე დაეხმარება მათ გადაამოწმონ სხვადასხვა ელექტრონული თუ ფოტო წყაროების სანდოობა. გზამკვლევი ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერილი პროექტის „გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მედია არჩევნებზე დემოკრატიული პრაქტიკის გა... სრულად

  • დემოკრატიული არჩევნების 4 წინაპირობა

    გზამკვლევი, რომელიც ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერილი პროექტის „გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მედია არჩევნებზე დემოკრატიული პრაქტიკის განმტკიცებისთვის" მომზადდა, მიზნად ისახავს დაეხმაროს ჟურნალისტებს, კანონმდებლობით და ქცევით კოდექსით გათვალისწინებული მათი ვალდებულებების უკეთ შესრულებაში. სახელმძღვანელო პრიციპები მოიცავს კანონმდებლობით და მაუწყებელთა ქცევის კოდექსით მაუწყებლებისთვის სავალდებულო ისეთ 4 საკითხს, როგორიცაა მიუკერძოებლობის და ბალანსის, დებატების, საარჩევნო რეკლამითა და პა... სრულად

  • არჩევნების WATCHDOG-ი

    რა საკითხებზე შეიძლება გაამახვილოს ყურადღება მედიამ საარჩევნო კამპანიისა და პროცესის გაშუქებისას, როგორც Watchdog-მა, ანუ საზოგადოებრივმა მოდარაჯემ?  წინამდებარე გზამკვლევი ასეთი საკითხების ჩამონათვალს მოიცავს და ყურადღებას 1) ამომრჩეველთა უფლებებზე; 2) პარტიების და კანდიდატების უფლებებზე და 3) საარჩევნო პროცესზე ამახვილებს. გზამკვლევი ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერილი პროექტის „გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მედია არჩევნებზე დემოკრატიული პრაქტიკის განმტკიცებისთვის" ფარგლებში მომზადდა.... სრულად

  • როგორ გავაშუქოთ საზოგადოებრივი აზრის კვლევა?

    წინამდებარე გზამკვლევი მომზადდა მედიის განვითრების ფონდის (MDF) მიერ ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერილი პროექტის „გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მედია არჩევნებზე დემოკრატიული პრაქტიკის განმტკიცებისთვის" ფარგლებში. გზამკვლევის მიზანია, დაეხმაროს მედია საშუალებებს საზოგადოებრივი აზრის კვლევები კანონმდებლობისა და პროფესიული სტანდარტების დაცვით გააშუქონ. ქართული კანონმდებლობისა და თვითრეგულირების პრაქტიკის გარდა, მასში მიმოხილულია ამერიკის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ნაციონალური საბჭო... სრულად

  • პოლიტიკური პარტიების საჭიროებების კვლევა, 2016

    წინამდებარე კვლევის მიზანია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ შეისწავლოს პოლიტიკური პარტიებისა და სხვა აქტორების საჭიროებები მედიის, როგორც ელექტორატთან კომუნიკაციის ინსტრუმენტის, საარჩევნო პროცესში ეფექტიანი გამოყენების მიზნით. საარჩევნო სუბიექტების მედიისადმი დამოკიდებულების კვლევა, მათი განწყობებისა და საჭიროებების იდენტიფიცირება და კვლევის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციები ხელს შეუწყობს პოლიტიკური სუბიექტების უკეთ წვდომას მედიაზე და საბოლოოდ ამომრჩეველთა მიერ ინფორმირებული არჩევან... სრულად

  • რეკლამის და ინფორმაციის გავრცელების მიზნით მედიაში საბიუჯეტო რესურსების განაწილების პრაქტიკა, 2016

    წინამდებარე კვლევის მიზანია, შეისწავლოს სარეკლამო და საინფორმაციო უზრუნველყოფის მიზნით ბიუჯეტიდან მედია საშუალებებში თანხების განაწილების პრაქტიკა და დადგენილი პროცედურები. კვლევა ასევე მოიცავს მედია მონიტორინგის მიგნებებსაც, რომლის მიზანია აჩვენოს, რა ტიპის ინფორმაციის გავრცელებაზე გამოიყოფა საბიუჯეტო დაფინანსება და ახდენს თუ არა საბიუჯეტო შემოსავლები გავლენას მედია შინაარსზე; რამდენად არის დაცული სარეკლამო კანონმდებლობით, ქცევის კოდექსითა და პროფესიული ეთიკით დადგენილი სტანდარტები. კვლევა ასევ... სრულად

  • ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შეფასება, კვლევის ანგარიში

    საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 6 სექტემბერს „2014-2017 წლებისთვის ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ სტრატეგია" დაამტკიცა. სტრატეგიით განსაზღვრული აქტივობების განხორციელების უზრუნველსაყოფად ყოველწლიურად ხდება სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება. წინამდებარე ანგარიშის მიზანია, შეაფასოს ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციის სტრატეგია, სტრატეგიით განსაზღვრული ამოცანების შესრულება, შესაბამისი სამოქმედო გეგმები საერთაშორისო კონტექსტისა და მედია გარემოს გათვალ... სრულად

  • ახალგაზრდების დამოკიდებულება ევროინტეგრაციის პროცესისადმი, კვლევის ანგარიში 2015

    ევროკომუნიკატორის სერიის I გამოცემაში წარმოდგენილია ევროინტეგრაციის პროცესისადმი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები, რომელიც ახალგაზრდებს შორის საქრთველოს 13 ქალაქში ჩატარდა კვლევის მიზანს წარმოადგენდა ევროინტეგრაციის პროცესისადმი ახალგაზრდების განწყობების შესწავლა, საქართველოს ევროპასთან დაახლოების პროცესის შესახებ ახალგაზრდების ინფორმირებულობის შეფასება და იმ ძირითადი საინფორმაციო წყაროების დადგენა, საიდანაც ისინი ევროინტეგრაციის საკითხებზე ინფორმაციას იღებენ. კ... სრულად

  • არჩევნებიდან-ინსტიტუტებამდე - დემოკრატიის გზამკვლევი ახალგაზრდებისთვის

    გზამკვლევი მომზადებულია ახალგაზრდებისთვის და მისი მიზანია დემოკრატიის კონცეფციის, საარჩევნო უფლების, ხელისუფლების პასუხისმგებლობის შესახებ მათი უკეთ ინფორმირება;  გამოცემის მიზანია ასევე იმ მნიშვნელობის გააზრება, რომელიც არჩევნებსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში თითოეული მოქალაქის მონაწილეობას მოაქვს. გამოცემა მომზადდა 3 - ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენაზე; გზამკვლევი მოიცავს 4 ნაწილს: I დემოკრატიული მმართველობა; II არჩევნების ორგანიზება, III პროცესში ჩართულობა... სრულად

  • Seçkilərdən İnstitutlara qədər - Gənclər üçün Demokratiya bələdçisi, 2015

    Demokratiyanın indikatorlarından olan siyasi prosesdə vətəndaşların fəal iştirakı dedikdə bilməliyik ki, demokratiya bir dəfəlik akt deyil və seçkidə başlayıb seçkidə də bitmir. Vətəndaş məsuliyyəti qərarların qəbulu prosesində iştirakı, hakimiyyətə daimi nəzarəti və yekun olaraq xalqın idarəçiliyinin tam icrasını nəzərdə tutur. Demokratiya prosesdə yaş həddindən, cinsindən və etnik mənsubiyyətindən aslı olmayaraq hər kəs iştirak edəndə güclü olur. Bu təlimat gənclər üçün hazırlandı... სრულად

  • Ընտրություններից մինչև ինստիտուտներ - Ժողովրդավարության ուղեցույց երիտասարդների համար 2015

    Քաղաքական գործընթացին քաղաքացիների ակտիվ մասնակցության համար, ինչըժողովրդավարության գլխավոր ցուցիչներից մեկն է, հարկավոր է ըմբռնել այն, որ ժողովրդավարությունը միանվագ ակտ չէև այնընտրությունների օրըչի սկսվում և ավարտվում: Քաղաքացիական պատասխանատվությունը ենթադրում է մասնակցություն որոշում ընդունելու գործընթացին, իշխանության մշտական վերահսկողություն ևընդհանուր առմամբժողովրդի կառավարման լիարժեք իրականացում: Ժողովրդավարությունը ճիշտայն ժամանակ է ուժեղ, երբ գործընթացին ընդգրկված են բոլորը, առանցնրա... სრულად

  • სიძულვილის ენა და ქსენოფობია. მედია მონიტორინგის ანგარიში 2014-2015

    ანგარიში ასახავს სიძულვილის ენისა და ქსენოფობიის გამოხატვას მედიასა და საჯარო სივრცეში კვლევა შედგება სხვადასხვა სექციებისგან და ეთნიკური, ეროვნული, სექსუალური ორიენტაციისა და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის გამოვლინებებს მოიცავს. ცალკეულ ქვეთავებადაა დაყოფილი თურქოფობია, ისლამოფობია და არმენოფობია. მონიტორინგი 6 გაზეთზე, 5 ტელევიზიის დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებასა და თოქ-შოუზე, ასევე 6 საინფორმაციო ვებ-პორტალზე განხორციელდა. მედიასთან ერთად გამოვლენილია დისკრიმინაციისა და სიძულვილი... სრულად

  • ჰომოფობია და გენდერული იდენტობა. მედია-მონიტორინგის ანგარიში 2014-2015

    ანგარიში ასახავს ჰომოფობიასა და გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებულ სტერეოტიპებსა და დისკრიმინაციულ გამოხატვას მედიასა და საჯარო სექტორში პუბლიკაცია წარმოადგენს მედიის განვითარების ფონდის მედია მონიტორინგის ანგარიშის სერიის II გამოცემას და ჰომოფობიური გამოხატვის, ასევე გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და სტერეოტიპების წყაროებს შეეხება. ანგარიში ასახავს მონიტორინგის შედეგებს, რომელიც განხორციელდა 6 გაზეთზე, 5 ტელევიზიის დღის მთავარ გამოშვებებზე და თოქ-შოუზე, ასევე 6 საინფორმაციო ვებ... სრულად

  • ანტიდასავლური პროპაგანდა. მედია მონიტორინგის ანგარიში 2014-2015

    მედიის განვითარების ფონდის ანგარიში მიმოიხილავს ანტიდასავლურირ იტორიკას საქართველოში და მედიის როლს მის გავრცელებაში ანტიდასავლური განწყობების მონიტორინგისკენ მედიის განვითარების ფონდს ქართულ მედიაში სიძულვილის ენისა და ქსენოფობიის გამოვლინებებზე დაკვირვებამ უბიძგა. ანტიდასავლური რიტორიკა ხშირად სწორედ ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ კონტექსტში გაისმის. ასეთი გამოხატვა ღია საზოგადოების წინააღმდეგ არის მიმართული და როგორც შედეგები ცხადყოფს, ხშირად პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, რადგან სწორედ პო... სრულად

  • პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო პროგრამების გენდერმგრძნობელობა და ქალთა საჭიროებები

    ანგარიშში წარმოდგენილია კვლევის შედეგები პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამებში ქალთა საკითხების ასახვის შესახებ  გამოცემა ორი ნაწილისგან შედგება: პირველი ნაწილი ეყრდნობა დოკუმენტების ანალიზს და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამოვლენილი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების საარჩევნო პლატფორმებს მიმოიხილავს; მიმოხილვის მიზანია გასცეს პასუხი კითხვას: უთმობენ თუ არა პოლიტიკური პარტიები თავიანთ საარჩევნო პროგრამებში ქალებისთვის აქტუალურ საკითხებს ყურადღებას;  ... სრულად

  • მედია-ეთიკა და პროფესიული სტანდარტი, 10 საქმე 2013 წლის პრაქტიკიდან

    გამოცემა განიხილავს მედია-ეთიკის სტანდარტების დარღვევას ქართული მედიის 10 საქმის მაგალითზე, გვთავაზობს ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების მიმოხილვას გამოცემის მიზანია, საზოგადოების ინფორმირება საქართველოში არსებული თვითრეგულირების ინსტიტუციონალური მექანიზმების შესახებ და კონკრეტული მედია-პრაქტიკის მაგალითზე იმ პრობლემური ტენდენციების ჩვენება, რაც პროფესიული სტანდარტების დარღვევის თვალსაზრისით იჩენდა თავს. გამოცემა შეიცავს 10 საქმეს 2013 წლის მედია-პრაქტიკიდან და მ... სრულად

  • გენდერმედიატორი

    გამოცემის  მიზანია, ხელი შეუწყოს მედიაში გენდერული საკითხების პროფესიულად გაშუქებას;  გამოცემა აცნობს მოქმედ და მომავალ ჟურნალისტებს გენდერული სფეროს მედია-გაშუქების მარეგულირებელ ნორმებს და პროფესიულ სტანდარტებს, ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე; გამოცემის პირველი თავი გენდერული საკითხების ადგილობრივ რეგულაციებს მოიცავს; მეორე ნაწილში საერთაშორისო სტანდარტები, მათ შორის UNESCO-ს მიერ მედიისთვის შემუშავებული გენდერ-მგრძნობიარე ინდიკატორებია წარმოდგენილი; მესამე ... სრულად

  • ქალები წარსულიდან

    გამოცემაში წარმოდგენილია მე-19 საუკუნის მიწურულს/მე-20 საუკუნის დასაწყისში მოღვაწე 39 ქალის ავტორობით და/ან მათ შესახებ ქართულ მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია გამოცემა საზოგადოებას შესაძლებლობას აძლევს გაეცნოს, როგორ აშუქებდნენ ქართული გაზეთები ქალთა აქტივობებს, რას წერდნენ თავად ქალები საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებზე, ასევე მოისმინოს ის უნიკალური აუდიო ჩანაწერები, რომლებიც საქართველოს ეროვნულ არქივშია დაცული ალმანახში შესულია იმ ქალთა ისტორიებიც, რომელთა მოღვაწეობაში, საქარ... სრულად

  • სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციული გამოხატვის მონიტორინგი ქართულ მედიაში

    ანგარიში ასახავს სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციულ გამოხატვას მედიასა და საჯარო სექტორში გამოცემა მოიცავს ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური უმცირესობების გაშუქების, სექსისტური გამოხატვისა და გენდერული დისკრიმინაციის მონიტორინგის შედეგებს 2013 წლის15 აპრილიდან 15 აგვისტოს პერიოდში 6 გაზეთის; 6 ტელევიზიის დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვებებისა და თოქ-შოუების, ასევე მედია-კავშირ ” ობიექტივის" პრაიმ-ტაიმის თოქ-შოუს მაგალითზე. გამოცემაში მოწოდებულია სტატისტიკური მიგნებები, განხილულია ცა... სრულად

  • ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების თემატიკის გაშუქება მედიაში

    (ზოგადი რეკომენდაციები) პუბლიკაცია მომზადდა როგორც დამხმარე სახელმძღვანელო ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებისთვის. გამოცემა შეიცავს ზოგად რეკომენდაციებს მედიისთვის, რომლებიც დაფუძნებულია საერთაშორისო მედია-სტანდარტებზე; მასში წარმოდგენილია ქართული მედიის მონიტორინგის შედეგები, რომელიც ეთნიკური და ეთნიკური და რელიგიური თემატიკის გაშუქების დროს დაშვებული შეცდომების განხილვას ემსახურება; შემოთავაზებულია ეთნიკური უმცირესობების ფოკუს-ჯგუფების შედეგები... სრულად

  • ცხოვრება ომის შემდეგ

    გამოცემა ეძღვნება 2008 წლისთავს და მასში ასახულია ომის მსხვერპლი ბავშვების შთაბეჭდილებები  და განვილილი ერთი წელი  წიგნის ავტორები არიან 10-დან 17 წლამდე მოზარდები, დევნილები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოცადეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგები. წიგნში წარმოდგენილია საქართველოს მასშტაბით გამოცხადებული ესეებისა და ნახატების კონკურსის 20 გამარჯვებულის ნამუშევრები (10 ესსე, 10 ნახატი), რომლებშიც ავტორები თავის დამოკიდებულებას გამოხატავენ ომის მ... სრულად