დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
VREYM
გაგზავნა

MDF-ის ბიბლიოთეკა

  • წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებრივი აზრის კვლევების გაშუქებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სანქცირების პრაქტიკა, 2016

    წინამდებარე მონიტორინგი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მედიაში საზოგადოებრივი აზრის კვლევების გაშუქების საკანონმდებლო რეგულაციების დარღვევაზე კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის და სასამართლოების რეაგირების პრაქტიკას ასახავს. მონიტორინგი დოკუმენტების ანალიზს ეფუძნება, რომელიც კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიიდან გამოთხოვილ მასალებს მოიცავს, ასევე მედიის განვითარების ფონდის წინასაარჩევნო მედია მონიტორინგის ანგარიშს, რომელიც საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების სატელევი... სრულად

  • 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის ანგარიში

    „მედიის განვითარების ფონდი" 2016 წლის 1 აპრილიდან 15 ოქტომბრამდე საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერილი პროექტის „გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მედია არჩევნებზე დემოკრატიული პრაქტიკის განმტკიცებისთვის" ფარგლებში, წინასაარჩევნო მედია-მონიტორინგს ახორციელებს. მონიტორინგის მიზანია, წინასაარჩევნო პერიოდში შეისწავლოს რაოდენობრივი და თვისობრივი თვალსაზრისით როგორ არიან პოლიტიკური სუბიექტები წარმოდგენილი პრაიმ თაიმის სატელევიზიო საინფორმაციო გამოშვებებსა და ონლაინ მედიაში; უზრუნვე... სრულად

  • სიძულვილის ენა და გენდერული წარმომადგენლობა მედიაში, 2016

    "მედიის განვითარების ფონდი" 2016 წლის 1 აპრილიდან 15 ოქტომბრამდე საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერილი პროექტის "გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მედია არჩევნებზე დემოკრატიული პრაქტიკის განმტკიცებისთვის" ფარგლებში, წინასაარჩევნო მედია მონიტორინგს ახორციელებს.   კვლევის ფარგლებში ხორციელდება დაკვირვება პოლიტიკური სუბიექტების მიერ და მათ მიმართ სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევებზე; ასევე პოლიტიკური სუბიექტების გენდერულ წარმომადგენლობაზე მედიაში და გენდერული ნ... სრულად

  • არჩევნების გაშუქების სახელმძღვანელო ჟურნალისტებისთვის

    წინამდებარე სახელმძღვანელო Free Press Unlimitted-ის (FPU) ექსპერტმა ჟან მარი კოუტმა მედიის განვითარების ფონდისთვის პროექტის „გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მედია არჩევნებზე დემოკრატიული პრაქტიკის განმტკიცებისთვის" ფარგლებში მოამზადა. სახელმძღვანელო, რომლის გამოცემაც საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი, დაეხმარება ჟურნალისტებს არჩევნების კვალიფიციურ გაშუქებაში, ასევე მედია სკოლების სტუდენტებს, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით გაიმდიდრონ თავიანთი ცოდნა არჩევნებ... სრულად

  • წინასაარჩევნო მედია გარემო, ანგარიში 2016

    ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის - NED-ის მხარდაჭერით მედიის განვითარების ფონდი -MDF გამოსცემს პერიოდულ ანგარიშს, რომელიც მედიის თავისუფლების მხრივ საქართველოში არსებულ მდგომარეობას მიმოიხილავს. წინამდებარე ანგარიში წინასაარჩევნო მედია გარემოს მხრივ 2016 წელს არსებულ მდგომარეობას მიმოიხილავს. ანგარიში ეყრდნობა დოკუმენტების ანალიზს, საჯარო დაწესებულებებიდან გამოთხოვილ ოფიციალურ ინფორმაციას და მედიით გავრცელებულ ცნობებს. ანგარიში შედგება 6 თავისგან: პირველ თავში განხილულია 2016 წელს მიღებული ს... სრულად

  • მედიის წინასაარჩევნო მონიტორინგი 1 აპრილი - 31 ივლისი, 2016 შუალედური ანგარიში

    „მედიის განვითარების ფონდი" 2016 წლის 1 აპრილიდან 31 ოქტომბრამდე საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერილი პროექტის „გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მედია არჩევნებზე დემოკრატიული პრაქტიკის განმტკიცებისთვის" ფარგლებში, წინასაარჩევნო მედია-მონიტორინგს ახორციელებს.   მონიტორინგის მიზანია, წინასაარჩევნო პერიოდში შეისწავლოს რაოდენობრივი და თვისობრივი თვალსაზრისით როგორ არიან პოლიტიკური სუბიექტები წარმოდგენილი პრაიმ თაიმის სატელევიზიო საინფორმაციო გამოშვებებსა და ონლაინ მედიაში; უ... სრულად

  • სასარგებლო ელექტრონული რესურსები

    მედიას აქვს ვალდებულება, ამომრჩეველს მიაწოდოს სრულფასოვანი ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტებისა და საარჩევნო პროცესის შესახებ. წინამდებარე გზამკვლევი დაეხმარება ჟურნალისტებს, ხელი მიუწვდებოდეთ ელექტრონულ მონაცემთა ბაზებზე, რომლებიც არჩევნების სიღრმისეულ გაშუქებას შეუწყობს ხელს; ასევე დაეხმარება მათ გადაამოწმონ სხვადასხვა ელექტრონული თუ ფოტო წყაროების სანდოობა. გზამკვლევი ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერილი პროექტის „გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მედია არჩევნებზე დემოკრატიული პრაქტიკის გა... სრულად

  • დემოკრატიული არჩევნების 4 წინაპირობა

    გზამკვლევი, რომელიც ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერილი პროექტის „გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მედია არჩევნებზე დემოკრატიული პრაქტიკის განმტკიცებისთვის" მომზადდა, მიზნად ისახავს დაეხმაროს ჟურნალისტებს, კანონმდებლობით და ქცევით კოდექსით გათვალისწინებული მათი ვალდებულებების უკეთ შესრულებაში. სახელმძღვანელო პრიციპები მოიცავს კანონმდებლობით და მაუწყებელთა ქცევის კოდექსით მაუწყებლებისთვის სავალდებულო ისეთ 4 საკითხს, როგორიცაა მიუკერძოებლობის და ბალანსის, დებატების, საარჩევნო რეკლამითა და პა... სრულად

  • არჩევნების WATCHDOG-ი

    რა საკითხებზე შეიძლება გაამახვილოს ყურადღება მედიამ საარჩევნო კამპანიისა და პროცესის გაშუქებისას, როგორც Watchdog-მა, ანუ საზოგადოებრივმა მოდარაჯემ?  წინამდებარე გზამკვლევი ასეთი საკითხების ჩამონათვალს მოიცავს და ყურადღებას 1) ამომრჩეველთა უფლებებზე; 2) პარტიების და კანდიდატების უფლებებზე და 3) საარჩევნო პროცესზე ამახვილებს. გზამკვლევი ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერილი პროექტის „გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მედია არჩევნებზე დემოკრატიული პრაქტიკის განმტკიცებისთვის" ფარგლებში მომზადდა.... სრულად

  • როგორ გავაშუქოთ საზოგადოებრივი აზრის კვლევა?

    წინამდებარე გზამკვლევი მომზადდა მედიის განვითრების ფონდის (MDF) მიერ ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერილი პროექტის „გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მედია არჩევნებზე დემოკრატიული პრაქტიკის განმტკიცებისთვის" ფარგლებში. გზამკვლევის მიზანია, დაეხმაროს მედია საშუალებებს საზოგადოებრივი აზრის კვლევები კანონმდებლობისა და პროფესიული სტანდარტების დაცვით გააშუქონ. ქართული კანონმდებლობისა და თვითრეგულირების პრაქტიკის გარდა, მასში მიმოხილულია ამერიკის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ნაციონალური საბჭო... სრულად

  • პოლიტიკური პარტიების საჭიროებების კვლევა, 2016

    წინამდებარე კვლევის მიზანია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ შეისწავლოს პოლიტიკური პარტიებისა და სხვა აქტორების საჭიროებები მედიის, როგორც ელექტორატთან კომუნიკაციის ინსტრუმენტის, საარჩევნო პროცესში ეფექტიანი გამოყენების მიზნით. საარჩევნო სუბიექტების მედიისადმი დამოკიდებულების კვლევა, მათი განწყობებისა და საჭიროებების იდენტიფიცირება და კვლევის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციები ხელს შეუწყობს პოლიტიკური სუბიექტების უკეთ წვდომას მედიაზე და საბოლოოდ ამომრჩეველთა მიერ ინფორმირებული არჩევან... სრულად

  • არჩევნებიდან-ინსტიტუტებამდე - დემოკრატიის გზამკვლევი ახალგაზრდებისთვის

    გზამკვლევი მომზადებულია ახალგაზრდებისთვის და მისი მიზანია დემოკრატიის კონცეფციის, საარჩევნო უფლების, ხელისუფლების პასუხისმგებლობის შესახებ მათი უკეთ ინფორმირება;  გამოცემის მიზანია ასევე იმ მნიშვნელობის გააზრება, რომელიც არჩევნებსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში თითოეული მოქალაქის მონაწილეობას მოაქვს. გამოცემა მომზადდა 3 - ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენაზე; გზამკვლევი მოიცავს 4 ნაწილს: I დემოკრატიული მმართველობა; II არჩევნების ორგანიზება, III პროცესში ჩართულობა... სრულად

  • Seçkilərdən İnstitutlara qədər - Gənclər üçün Demokratiya bələdçisi, 2015

    Demokratiyanın indikatorlarından olan siyasi prosesdə vətəndaşların fəal iştirakı dedikdə bilməliyik ki, demokratiya bir dəfəlik akt deyil və seçkidə başlayıb seçkidə də bitmir. Vətəndaş məsuliyyəti qərarların qəbulu prosesində iştirakı, hakimiyyətə daimi nəzarəti və yekun olaraq xalqın idarəçiliyinin tam icrasını nəzərdə tutur. Demokratiya prosesdə yaş həddindən, cinsindən və etnik mənsubiyyətindən aslı olmayaraq hər kəs iştirak edəndə güclü olur. Bu təlimat gənclər üçün hazırlandı... სრულად

  • Ընտրություններից մինչև ինստիտուտներ - Ժողովրդավարության ուղեցույց երիտասարդների համար 2015

    Քաղաքական գործընթացին քաղաքացիների ակտիվ մասնակցության համար, ինչըժողովրդավարության գլխավոր ցուցիչներից մեկն է, հարկավոր է ըմբռնել այն, որ ժողովրդավարությունը միանվագ ակտ չէև այնընտրությունների օրըչի սկսվում և ավարտվում: Քաղաքացիական պատասխանատվությունը ենթադրում է մասնակցություն որոշում ընդունելու գործընթացին, իշխանության մշտական վերահսկողություն ևընդհանուր առմամբժողովրդի կառավարման լիարժեք իրականացում: Ժողովրդավարությունը ճիշտայն ժամանակ է ուժեղ, երբ գործընթացին ընդգրկված են բոլորը, առանցնրա... სრულად

  • პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო პროგრამების გენდერმგრძნობელობა და ქალთა საჭიროებები

    ანგარიშში წარმოდგენილია კვლევის შედეგები პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამებში ქალთა საკითხების ასახვის შესახებ  გამოცემა ორი ნაწილისგან შედგება: პირველი ნაწილი ეყრდნობა დოკუმენტების ანალიზს და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამოვლენილი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების საარჩევნო პლატფორმებს მიმოიხილავს; მიმოხილვის მიზანია გასცეს პასუხი კითხვას: უთმობენ თუ არა პოლიტიკური პარტიები თავიანთ საარჩევნო პროგრამებში ქალებისთვის აქტუალურ საკითხებს ყურადღებას;  ... სრულად