დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
PMCZJ
გაგზავნა

MDF-ის ბიბლიოთეკა

  • ანტიდასავლური პროპაგანდა 2022

    მედიის განვითარების ფონდი (MDF) ანტიდასავლური პროპაგანდის კვლევას 2014-2020 წლებში ყოველწლიურად გამოსცემდა. ბოლო პერიოდში მედია ეკოსისტემაში არსებული ცვლილებების გათვალისწინებით კვლევის მეთოდოლოგიამ მედია სუბიექტების მხრივ გარკვეული კორექტირება განიცადა. წინამდებარე ანგარიში ანტიდასავლური გზავნილების მხრივ 2022 წლის ტენდენციებს აანალიზებს და ანტიდასავლური გზავნილების ტიპოლიგიას და მათ წყაროებს მიმოიხილავს. ტრადიციული მედიის (სატელევიზიო, ბეჭდვითი და ონლაინ გამოცემები) მონიტორინგის გზით დაკვი... სრულად

  • ანტიდასავლური პროპაგანდა - 2020

    ანტიდასავლური პროპაგანდის რიგით მეექვსე ყოველწლიური ანგარიში 2020 წლის მედია მონიტორინგის შედეგებს ასახავს. დისკურს ანალიზის ნაწილი ტრადიციულ მედიაში გამოვლენილ სხვადასხვა წყაროების ანტიდასავლურ გზავნილებს, ნარატივების სტრუქტურას და დროთა განმავლობაში მათ ცვალებადობას მიმოიხილავს. დეზინფორმაციისა და მანიპულაციური შინაარსის ნაწილი კი არა მხოლოდ ტრადიციულ, არამედ სოციალურ მედიაში გამოვლენილ მონაცემებს ასახავს, რა დროსაც გამოყენებულია ფეისბუკის ანალიტიკური ხელსაწყო Crowdtangle და „მითების დეტექტო... სრულად

  • ანტიდასავლური პროპაგანდა - 2019

    ანტიდასავლური პროპაგანდის რიგით მეხუთე ყოველწლიური ანგარიში 2019 წლის მედია მონიტორინგის და ყალბი ინფორმაციის გადამოწმების შედეგებს ასახავს. ანგარიში, რომელიც ტრადიციულად ანტიდასავლურ გზავნილებს, მათ ფორმირებას და დროთა განმავლობაში ცვალებადობას აკვირდება, ასევე ახდენს ამ გზავნილების წყაროების იდენტიფიცირებას, ყალბი ინფორმაციების გამოვლენას.   დაკვირვება როგორც მედია საშუალებებზე, ასევე სხვა წყაროებზე – პოლიტიკურ კლასზე, სასულიერო პირებზე, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და საზოგადოების ც... სრულად

  • ანტიდასავლური პროპაგანდა, 2017

    წინამდებარე კვლევა მედიის განვითარების ფონდის (MDF) ერთწლიანი მედია მონიტორინგის შედეგების ანალიზს წარმოადგენს, რომლის მიზანი 2017 წელს ქართულ მედიაში გამოვლენილი ანტიდასავლური გზავნილების და ყალბი ინფორმაციის ტიპოლოგიის შესწავლა იყო. დაკვირვება როგორც მედია საშუალებებზე, ასევე სხვა წყაროებზე - პოლიტიკურ კლასზე, სასულიერო პირებზე, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და საზოგადოების ცალკეულ წარმომადგენლებზე ხორციელდებოდა.    ანალოგიური კვლევა მედიის განვითარების ფონდმა 2016 და 2014-2015 წლებშიც ჩაატარ... სრულად

  • ანტიდასავლური პროპაგანდა, 2016

    კვლევა წარმოადგენს მედიის განვითარების ფონდის (MDF) ერთწლიანი მედია მონიტორინგის შედგების ანალიზს, რომელშიც მიმოხილულია 2016 წელს ქართულ მედიაში გამოვლენილი ანტიდასავლური გზავნილები და დეზინფორმაცია, რომელსაც როგორც მედია საშუალებები, ასევე სხვა წყაროები – პოლიტიკური კლასი, სასულიერო პირები, სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები და საზოგადოების ცალკეული წარმომადგენლები ავრცელებდნენ. ანალოგიური კვლევა მედიის განვითარების ფონდმა 2014-2015 წლებში ჩაატარა. კვლევა საქართველოს გაეროს ას... სრულად

  • ანტიდასავლური პროპაგანდა. მედია მონიტორინგის ანგარიში 2014-2015

    მედიის განვითარების ფონდის ანგარიში მიმოიხილავს ანტიდასავლურირ იტორიკას საქართველოში და მედიის როლს მის გავრცელებაში ანტიდასავლური განწყობების მონიტორინგისკენ მედიის განვითარების ფონდს ქართულ მედიაში სიძულვილის ენისა და ქსენოფობიის გამოვლინებებზე დაკვირვებამ უბიძგა. ანტიდასავლური რიტორიკა ხშირად სწორედ ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ კონტექსტში გაისმის. ასეთი გამოხატვა ღია საზოგადოების წინააღმდეგ არის მიმართული და როგორც შედეგები ცხადყოფს, ხშირად პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, რადგან სწორედ პო... სრულად