დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
QLXOI
გაგზავნა

MDF-ის ბიბლიოთეკა

  • მედიის ფინანსური გამჭვირვალობა 2017, საბოლოო ანგარიში

    წინამდებარე კვლევა მიზნად მედიის ფინანსური გარემოს, მათ შორის ინფორმაციისა და რეკლამის გავრცელების მიზნით მედიაში საბიუჯეტო სახსრების განაწილების პრაქტიკის შესწავლას ისახავს. კვლევა ძირითადად დოკუმენტების ანალიზს ეყრდნობა, რაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ხელმისაწვდომი დოკუმენტაციას, ასევე დამატებით საჯარო დაწესებულებებიდან გამოთხოვნილ მონაცემებს, ასევე ღია წყაროებით გავრცელებულ ცნობებს მოიცავდა. შემთხვევითი შერჩევის პრი... სრულად

  • მუსლიმი ახალგაზრდების საჭიროებების, კომუნიკაციისა და ინფორმაციის წყაროების კვლევა

    აღნიშნული კვლევა, მედიის განვითარების ფონდის (MDF) დაკვეთით, საქართველოს ინსტიტუციონალური განვითარების ცენტრმა (GIDC), ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის (CVE) საერთაშორისო ცენტრის ჰიდაიას (Hedayah) მხარდაჭერილი პროექტის "მუსლიმი ახალგაზრდობის საჭიროებების, კომუნიკაციისა და ინფორმაციის წყაროების კვლევა” ფარგლებში მოამზადა. კვლევა 2017 წლის აპრილ-მაისში ქვემო ქართლში, აჭარის მაღალმთიან სოფლებსა და პანკისის ხეობის დასახლებებში 16-29 წლის ახალგაზრდებს შორის ჩატარდა. პირისპირ ინტერვიუს ფო... სრულად

  • მუსლიმთა თემატიკის გაშუქება ქართულ, რუსულ, აზერბაიჯანულ და თურქულ ტრადიციულ და ახალ მედიაში

    წინამდებარე ანგარიში მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ ჩატარებული მედია მონიტორინგის შედეგებს ასახავს. მედია მონიტორინგის მიზანი ახალგაზრდა მუსლიმებში რადიკალიზაციის ხელშემწყობი ფაქტორების შესწავლა და ამ პროცესში მედიის როლის კვლევა იყო. დაკვირვების საგანი ის ქართული, რუსული, აზერბაიჯანული და თურქული მედია საშუალებები გახდა, რომლებიც MDF-ის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში მუსლიმმა ახალგაზრდებმა მათი ინფორმაციის წყაროებად დაასახელეს. ანგარიშში მონიტორინგის მეთოდოლოგიის გარდა, ცალკ... სრულად

  • მუსლიმი ახალგაზრდების დამოკიდებულებები მედია გაშუქებისა და შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიის მიმართ

    წინამდებარე ანგარიში მედიის განვითარების ფონდის მიერ 2017 წლის სექტემბერში ჩატარებული ფოკუს ჯგუფების შედეგებს ასახავს. კვლევის მიზანი მედიაში მუსლიმთა თემატიკის გაშუქებისადმი თავად მუსლიმი ახალგაზრდების დამოკიდებულებების შესწავლა იყო.  კვლევისთვის მედია შინაარსი მედიის განვითარების ფონდის მიერ 2017 წლის 15 ივნისი – 15 სექტემბრის პერიოდში ჩატარებული ქართული და რუსული მედიის მონიტორინგის მონაცემებიდან შეირჩა, გარკვეულ შემთხვევებში კი ასევე გამოყენებული იყო საარქივო მასალა. კვლევის ფარგლებში დაკ... სრულად

  • მედიაწიგნიერების გზამკვლევი, როგორ ვებრძოლოთ მანიპულაციას და ყალბ ინფორმაციას, 2017

    თანამედროვე ტექნოლოგიებმა ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და ინფორმაციის ავრცელების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გააფართოვა, რამაც უფრო პლურალისტური გახადა მედია. თუმცა, სოციალური მედიის შესაძლებლობების გამოყენება ხშირად დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მიზნით ხდება, რასაც შეცდომაში შეჰყავს მედიის მომხმარებელი. წინამდებარე გზამკვლევი მედიის განვითარების ფონდმა მედიაწიგნიერების პროგრამის ფარგლებში მოამზადა. გამოცემის მიზანია, დაეხმაროს მედიის მომხმარებლებს აღიჭურ... სრულად

  • ანტიდასავლური პროპაგანდა, 2016

    კვლევა წარმოადგენს მედიის განვითარების ფონდის (MDF) ერთწლიანი მედია მონიტორინგის შედგების ანალიზს, რომელშიც მიმოხილულია 2016 წელს ქართულ მედიაში გამოვლენილი ანტიდასავლური გზავნილები და დეზინფორმაცია, რომელსაც როგორც მედია საშუალებები, ასევე სხვა წყაროები – პოლიტიკური კლასი, სასულიერო პირები, სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები და საზოგადოების ცალკეული წარმომადგენლები ავრცელებდნენ. ანალოგიური კვლევა მედიის განვითარების ფონდმა 2014-2015 წლებში ჩაატარა. კვლევა საქართველოს გაეროს ას... სრულად

  • მედიის ფინანსური გამჭვირვალობა, 2016

    წინამდებარე კვლევა მიზნად მედიის ფინანსური შემოსავლების შესწავლას და მედიაში ინფორმაციისა და რეკლამის გავრცელების მიზნით საბიუჯეტო სახსრების განაწილების პრაქტიკის შესწავლას ისახავს მიზნად. ანგარიში ეყრდნობა დოკუმენტების ანალიზს, საჯარო დაწესებულებებიდან გამოთხოვილ ოფიციალურ ინფორმაციას, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ვებ-გვერდსა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ხელმისაწვდომ დოკუმენტაციას, ასევე მედიით გავრცელებულ ცნობებს. პირველი ნაწილი მაუწყე... სრულად

  • წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებრივი აზრის კვლევების გაშუქებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სანქცირების პრაქტიკა, 2016

    წინამდებარე მონიტორინგი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მედიაში საზოგადოებრივი აზრის კვლევების გაშუქების საკანონმდებლო რეგულაციების დარღვევაზე კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის და სასამართლოების რეაგირების პრაქტიკას ასახავს. მონიტორინგი დოკუმენტების ანალიზს ეფუძნება, რომელიც კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიიდან გამოთხოვილ მასალებს მოიცავს, ასევე მედიის განვითარების ფონდის წინასაარჩევნო მედია მონიტორინგის ანგარიშს, რომელიც საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების სატელევი... სრულად

  • 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის ანგარიში

    „მედიის განვითარების ფონდი" 2016 წლის 1 აპრილიდან 15 ოქტომბრამდე საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერილი პროექტის „გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მედია არჩევნებზე დემოკრატიული პრაქტიკის განმტკიცებისთვის" ფარგლებში, წინასაარჩევნო მედია-მონიტორინგს ახორციელებს. მონიტორინგის მიზანია, წინასაარჩევნო პერიოდში შეისწავლოს რაოდენობრივი და თვისობრივი თვალსაზრისით როგორ არიან პოლიტიკური სუბიექტები წარმოდგენილი პრაიმ თაიმის სატელევიზიო საინფორმაციო გამოშვებებსა და ონლაინ მედიაში; უზრუნვე... სრულად

  • სიძულვილის ენა, 2016 წლის ანგარიში

    მედიის განვითარების ფონდი (MDF) საქართველოს გაეროს ასოციაციასთან (UNAG) პარტნიორობით და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით მონაწილეობს პროგრამის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერა” განხორციელებაში. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მედია მონიტორინგი, რომლის მიზანია მედიასა და საჯარო დისკურსში სიძულვილის ენის სხვადასხვა ფორმებისა და მათი წყაროების გამოვლენა. ამასთანავე, იმის შესწავლა, თუ რამდენად იცავენ მედია საშუალებები პროფესიულ... სრულად

  • არჩევნების გაშუქების სახელმძღვანელო ჟურნალისტებისთვის

    წინამდებარე სახელმძღვანელო Free Press Unlimitted-ის (FPU) ექსპერტმა ჟან მარი კოუტმა მედიის განვითარების ფონდისთვის პროექტის „გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მედია არჩევნებზე დემოკრატიული პრაქტიკის განმტკიცებისთვის" ფარგლებში მოამზადა. სახელმძღვანელო, რომლის გამოცემაც საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი, დაეხმარება ჟურნალისტებს არჩევნების კვალიფიციურ გაშუქებაში, ასევე მედია სკოლების სტუდენტებს, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით გაიმდიდრონ თავიანთი ცოდნა არჩევნებ... სრულად

  • ჟურნალისტთა პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლა და მთავრობის ადამიანის უფლებების სამოქმედო გეგმის გამოხატვის თავისუფლების თავის მონიტორინგი

    სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლი ჟურნალისტთა პროფესიული საქმიანობის ხელისშეშლას დასჯადად აცხადებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად: " 1. ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ორმოც საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მ... სრულად

  • საჯარო ინფორმაციის ელექტრონული რესურსებისა და მონაცემთა ვიზუალიზაციის გზამკვლევი

    ინფორმაცია ძალაუფლების წყაროა და ის ხალხს ეკუთვნის. სწორედ ამიტომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების თავი საქართველოს ყველა მოქალაქეს აძლევს უფლებას, გამოითხოვოს საჯარო ინფორმაცია და აკონტროლოს ხელისუფლება. ამ პროცესში განსაკუთრებული როლი მედიას აკისრია, რომელმაც ვოჩდოგის ფუნქცია უნდა შეასრულოს და ხელი შეუწყოს ხელისუფლების გამჭვირვალობის უზრუნლველყოფას. წინამდებარე გზამკვლევი განკუთვნილია ჟურნალისტებისთვის და მისი მიზანია დაეხმაროს მედიას ეფექტიანად გამოიყენოს ის ელ... სრულად

  • წინასაარჩევნო მედია გარემო, ანგარიში 2016

    ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის - NED-ის მხარდაჭერით მედიის განვითარების ფონდი -MDF გამოსცემს პერიოდულ ანგარიშს, რომელიც მედიის თავისუფლების მხრივ საქართველოში არსებულ მდგომარეობას მიმოიხილავს. წინამდებარე ანგარიში წინასაარჩევნო მედია გარემოს მხრივ 2016 წელს არსებულ მდგომარეობას მიმოიხილავს. ანგარიში ეყრდნობა დოკუმენტების ანალიზს, საჯარო დაწესებულებებიდან გამოთხოვილ ოფიციალურ ინფორმაციას და მედიით გავრცელებულ ცნობებს. ანგარიში შედგება 6 თავისგან: პირველ თავში განხილულია 2016 წელს მიღებული ს... სრულად

  • მედიის წინასაარჩევნო მონიტორინგი 1 აპრილი - 31 ივლისი, 2016 შუალედური ანგარიში

    „მედიის განვითარების ფონდი" 2016 წლის 1 აპრილიდან 31 ოქტომბრამდე საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერილი პროექტის „გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მედია არჩევნებზე დემოკრატიული პრაქტიკის განმტკიცებისთვის" ფარგლებში, წინასაარჩევნო მედია-მონიტორინგს ახორციელებს.   მონიტორინგის მიზანია, წინასაარჩევნო პერიოდში შეისწავლოს რაოდენობრივი და თვისობრივი თვალსაზრისით როგორ არიან პოლიტიკური სუბიექტები წარმოდგენილი პრაიმ თაიმის სატელევიზიო საინფორმაციო გამოშვებებსა და ონლაინ მედიაში; უ... სრულად

  • სასარგებლო ელექტრონული რესურსები

    მედიას აქვს ვალდებულება, ამომრჩეველს მიაწოდოს სრულფასოვანი ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტებისა და საარჩევნო პროცესის შესახებ. წინამდებარე გზამკვლევი დაეხმარება ჟურნალისტებს, ხელი მიუწვდებოდეთ ელექტრონულ მონაცემთა ბაზებზე, რომლებიც არჩევნების სიღრმისეულ გაშუქებას შეუწყობს ხელს; ასევე დაეხმარება მათ გადაამოწმონ სხვადასხვა ელექტრონული თუ ფოტო წყაროების სანდოობა. გზამკვლევი ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერილი პროექტის „გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მედია არჩევნებზე დემოკრატიული პრაქტიკის გა... სრულად

  • დემოკრატიული არჩევნების 4 წინაპირობა

    გზამკვლევი, რომელიც ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერილი პროექტის „გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მედია არჩევნებზე დემოკრატიული პრაქტიკის განმტკიცებისთვის" მომზადდა, მიზნად ისახავს დაეხმაროს ჟურნალისტებს, კანონმდებლობით და ქცევით კოდექსით გათვალისწინებული მათი ვალდებულებების უკეთ შესრულებაში. სახელმძღვანელო პრიციპები მოიცავს კანონმდებლობით და მაუწყებელთა ქცევის კოდექსით მაუწყებლებისთვის სავალდებულო ისეთ 4 საკითხს, როგორიცაა მიუკერძოებლობის და ბალანსის, დებატების, საარჩევნო რეკლამითა და პა... სრულად

  • არჩევნების WATCHDOG-ი

    რა საკითხებზე შეიძლება გაამახვილოს ყურადღება მედიამ საარჩევნო კამპანიისა და პროცესის გაშუქებისას, როგორც Watchdog-მა, ანუ საზოგადოებრივმა მოდარაჯემ?  წინამდებარე გზამკვლევი ასეთი საკითხების ჩამონათვალს მოიცავს და ყურადღებას 1) ამომრჩეველთა უფლებებზე; 2) პარტიების და კანდიდატების უფლებებზე და 3) საარჩევნო პროცესზე ამახვილებს. გზამკვლევი ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერილი პროექტის „გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მედია არჩევნებზე დემოკრატიული პრაქტიკის განმტკიცებისთვის" ფარგლებში მომზადდა.... სრულად

  • როგორ გავაშუქოთ საზოგადოებრივი აზრის კვლევა?

    წინამდებარე გზამკვლევი მომზადდა მედიის განვითრების ფონდის (MDF) მიერ ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერილი პროექტის „გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მედია არჩევნებზე დემოკრატიული პრაქტიკის განმტკიცებისთვის" ფარგლებში. გზამკვლევის მიზანია, დაეხმაროს მედია საშუალებებს საზოგადოებრივი აზრის კვლევები კანონმდებლობისა და პროფესიული სტანდარტების დაცვით გააშუქონ. ქართული კანონმდებლობისა და თვითრეგულირების პრაქტიკის გარდა, მასში მიმოხილულია ამერიკის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ნაციონალური საბჭო... სრულად

  • რეკლამის და ინფორმაციის გავრცელების მიზნით მედიაში საბიუჯეტო რესურსების განაწილების პრაქტიკა, 2016

    წინამდებარე კვლევის მიზანია, შეისწავლოს სარეკლამო და საინფორმაციო უზრუნველყოფის მიზნით ბიუჯეტიდან მედია საშუალებებში თანხების განაწილების პრაქტიკა და დადგენილი პროცედურები. კვლევა ასევე მოიცავს მედია მონიტორინგის მიგნებებსაც, რომლის მიზანია აჩვენოს, რა ტიპის ინფორმაციის გავრცელებაზე გამოიყოფა საბიუჯეტო დაფინანსება და ახდენს თუ არა საბიუჯეტო შემოსავლები გავლენას მედია შინაარსზე; რამდენად არის დაცული სარეკლამო კანონმდებლობით, ქცევის კოდექსითა და პროფესიული ეთიკით დადგენილი სტანდარტები. კვლევა ასევ... სრულად

  • ქალები წარსულიდან

    გამოცემაში წარმოდგენილია მე-19 საუკუნის მიწურულს/მე-20 საუკუნის დასაწყისში მოღვაწე 39 ქალის ავტორობით და/ან მათ შესახებ ქართულ მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია გამოცემა საზოგადოებას შესაძლებლობას აძლევს გაეცნოს, როგორ აშუქებდნენ ქართული გაზეთები ქალთა აქტივობებს, რას წერდნენ თავად ქალები საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებზე, ასევე მოისმინოს ის უნიკალური აუდიო ჩანაწერები, რომლებიც საქართველოს ეროვნულ არქივშია დაცული ალმანახში შესულია იმ ქალთა ისტორიებიც, რომელთა მოღვაწეობაში, საქარ... სრულად

  • სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციული გამოხატვის მონიტორინგი ქართულ მედიაში

    ანგარიში ასახავს სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციულ გამოხატვას მედიასა და საჯარო სექტორში გამოცემა მოიცავს ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური უმცირესობების გაშუქების, სექსისტური გამოხატვისა და გენდერული დისკრიმინაციის მონიტორინგის შედეგებს 2013 წლის15 აპრილიდან 15 აგვისტოს პერიოდში 6 გაზეთის; 6 ტელევიზიის დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვებებისა და თოქ-შოუების, ასევე მედია-კავშირ ” ობიექტივის" პრაიმ-ტაიმის თოქ-შოუს მაგალითზე. გამოცემაში მოწოდებულია სტატისტიკური მიგნებები, განხილულია ცა... სრულად

  • ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების თემატიკის გაშუქება მედიაში

    (ზოგადი რეკომენდაციები) პუბლიკაცია მომზადდა როგორც დამხმარე სახელმძღვანელო ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებისთვის. გამოცემა შეიცავს ზოგად რეკომენდაციებს მედიისთვის, რომლებიც დაფუძნებულია საერთაშორისო მედია-სტანდარტებზე; მასში წარმოდგენილია ქართული მედიის მონიტორინგის შედეგები, რომელიც ეთნიკური და ეთნიკური და რელიგიური თემატიკის გაშუქების დროს დაშვებული შეცდომების განხილვას ემსახურება; შემოთავაზებულია ეთნიკური უმცირესობების ფოკუს-ჯგუფების შედეგები... სრულად