დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
GOGME
გაგზავნა

ჩვენ შესახებ

მისია

მედიის განვითარების ფონდის მიზანია ხელი შეუწყოს:

  • ადამიანის ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებების დაცვას; ღია, ინკლუზიური და პლურალისტური საზოგადოების ჩამოყალიბებას;
  • სანდო და ხარისხიანი ინფორმაციის უზრუნველყოფით, საზიანო ინფორმაციის იდენტიფიცირებითა და წყაროების გამჭვირვალობის უზრუნველყოფით დემოკრატიულ საზოგადოებაში ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას, 
  • ახალ მედია ეკოსისტემაში კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობას და მედიის გაცნობიერებული მოხმარების გზით მოქალაქეების მედეგობის  გაზრდას. 
  • მედიის პროფესიულ და ინსტიტუციურ განვითარებას; მედიის ანგარიშვალდებულების სისტემების, თვითრეგულირების მექანიზმების დამკვიდრებას;

ორგანიზაციის შესახებ

მედიის განვითარების ფონდი, MDF 2008 წლისაპრილში, პროფესიონალ ჟურნალისტთა ჯგუფისმიერ დაფუძნდა. 

ორგანიზაციის ძირითადი მიმართულებებია: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებ, ეთიკური ჟურნალისტიკ და ანგარიშვალდებულება; მედია წიგნიერება; ადამიანის უფლებები; მრავალფეროვნება და ინკლუზიური საზოგადოება; გენდერული თანასწორობა; ახალგაზრდული ინიციატივების და სამოქალაქო აქტივიზმის მხარდაჭერა. 

მედიის განვითარების ფონდი, MDF ეწევა კვლევით და საგანმანათლებლო საქმიანობას; ახორციელებს ადვოკატირებას; ატარებს ტრენინგებს, შეხვედრებს, საჯარო დისკუსიებს, შემოქმედებით კონკურსებს. გამოსცემს სასწავლო და პროფესიულ ლიტერატურას, აწარმოებს მედია პროდუქციას და საგანმანათლებლო კამპანიებს, ასევე ახდენს ახალგაზრდების მობილიზებას სამოქალაქო თუ საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელების მიზნით.

სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ მედიის განვითარების ფონდი 2014 წელს ტოლერანტობის ქომაგად დაასახელა.

2016 წლიდან მედიის განვითარების ფონდი თანამშრომლობს ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციის სამსახურთან თანამშრომლობს. ფაქტების გადამოწმების ვებ-გვერდი "მითების დეტექტორი” კი ატლანტიკური საბჭოს ონლაინ პლატფორმის DisinfoPortal-ის პარტნიორია. 2019 წელს მედიის განვითარების ფონდმა თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება შეერთებული შტატების გლობალური მედიის სააგენტოსთან გააფორმა.

ორგანიზაციის სტრუქტურა                                      


პროგრამული მიმართულებები

მედიის განვითარების ფონდის საგანმანათლებო,  კვლევითი და ადვოკატირების მიმართულებები შემდეგ აქტივობებს მოიცავს:

  • საგანმანათლებლო: მედიაწიგნიერება, ჟურნალისტთა პროფესიული განვითარება, აკადემიასთან და პედაგოგებთან თანამშრომლობა ტრენინგებისა და სასწავლო რესურსებით აღჭურვის გზით
  • კვლევითი: ფაქტების გადამოწმება, სიძულვილის ენის და ანტიდასავლური განწყობების კვლევა, მავნე აქტორების შესწავლა, სოციალურ ქსელში კოორდინირებული არაავთენტური ქმედებების (CIB) კვლევა, მედიის ფინანსური გამჭვირვალობის შესწავლა.
  • ადვოკატირება: ჟურნალისტთა და მედიის მომხმარებელთა უფლებების, პოლიტიკის საკითხების ადვოკატირება.

გამგეობის წევრები

თამარ კინწურაშვილი, აღმასრულებელი დირექტორი

თამარ ხორბალაძე, გამგეობის თავმჯდომარე

ქეთევან მსხილაძე გამგეობის წევრი, გენდერული პროგრამების დირექტორი

თამარ შამილი, გამგეობის წევრი

დალი ცქიტიშვილი, გამგეობის წევრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბექა მინდიაშვილი გამგეობის წევრი, სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი

ლევან გიორგაძე, გამგეობის წევრი

ჩვენი გუნდი



თამარ კინწურაშვილი, აღმასრულებელი დირექტორი


თამარ ხორბალაძე, გამგეობის თავმჯდომარე



დავით გადალაძე, ფინანსური დირექტორი

მარიამ პატარიძე, იურისტი

ხატია ლომიძე, მედია მონიტორი

თამარ გაგნიაშვილი, მედია მონიტორი

თინათინ გოგოლაძე, მედია მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი

ნინიკო ელიზბარაშვილი, ადმინისტრაციის უფროსი


მარიამ ახალკაცი, კომუნიკაციებისა და სოციალური მედიის მენეჯერი

ზვიად მჟავანაძე, ტექნიკური ადმინისტრატორი

მარიამ ცუცქირიძე, გრაფიკული ადმინისტრატორი

სოფო გოგაძე, მედია მონიტორი
მაიკო რატიანი, მორიგე რედაქტორი

სანდრო გიგაური, ინგლისურენოვანი რედაქტორი
ნიკა შეყელაძე, მკვლევარი
ნანო სარალიშვილი, მედიაწიგნიერების პროგრამის კოორდინატორი
გიორგი მინაშვილი, მკვლევარი
ანი ქისტაური, მკვლევარი
თინათინ თვაური, მკვლევარი
არაბელა კორძახია, რუსულენოვანი რედაქტორი

პარტნიორები





 

ქცევის კოდექსი

მედიის განვითარების ფონდის (MDF) ქცევის კოდექსი


მედიის განვითარების ფონდის ყველა თანამშრომელი, ფონდთან დაკავშირებული ან მის დაქვემდებარებაში მყოფი ნებისმიერი პირი, რომელიც ასრულებს სამუშაოს მედიის განვითარების ფონდისათვის ან მისი სახელით, სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებისას უნდა მოქმედებდეს კანონის დაცვით, კეთილსინდისიერად, ეთიკურად და ორგანიზაციის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. 

სამუშაო სივრცის პატივისცემა

მედიის განვითარების ფონდის ყველა თანამშრომელი პატივს უნდა სცემდეს კოლეგებს. პერსონალური ურთიერთობებისას ნებისმიერი საფუძვლით დისკრიმინაცია ან შევიწროვება დაუშვებელია. 

პროფესიონალიზმი

სამუშაო სივრცეში ყველა თანამშრომელი კეთილსინდისიერებასა და პროფესიონალიზმს უნდა ავლენდეს. თანამშრომლები სამსახურეობრივ მოვალეობას ბენეფიციარებისა და საზოგადოების მიმართ პატივისცემის პრინციპის დაცვით, პროფესიონალურად და დროულად უნდა ასრულებდნენ. მენეჯმენტმა თავისი უფლებამოსილება ბოროტად არ უნდა გამოიყენოს. 
თანამშრომლები უნდა ცდილობდნენ, არ შეუშალონ ხელი სამუშაო პროცესს ან შეაფერხონ კოლეგების მუშაობა. 
თანამშრომლები უნდა იცავდნენ სამუშაო განრიგს.  დადგენილი სამუშაო საათებიდან გამონაკლისის დაწესება დასაქმებულსა და ადმინისტრაციას შორის ურთიერთშეთანხმებით ხდება. 

ორგანიზაციის საკუთრების დაცვა

ყველა თანამშრომელი ვალდებულია, მედიის განვითარების ფონდის მატერიალურ და არამატერიალურ საკუთრებას პატივისცემითა და მზრუნველობით მოეპყრას. მათ არ უნდა გამოიყენონ ორგანიზაციის კუთვნილი აღჭურვილობა არადანიშნულებისამებრ და პატივი უნდა სცენ ყველა ტიპის არამატერიალურ სიკეთეს, მათ შორის სასაქონლო ნიშანს, საავტორო უფლებებს, ანგარიშებს და მედიის განვითარების ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ნებისმიერ ინფორმაციას. თანამშრომლები მათ უნდა იყენებდნენ მხოლოდ სამსახურეობრივი მოვალოებების შესრულების მიზნით.  

კონფიდენციალური ინფორმაცია 

მედიის განვითარების ფონდის სამსახურეობრივი ინფორმაცია ღირებული აქტივია, რომელსაც ყველა უნდა გაუფრთიხლდეს. ორგანიზაციაში დასაქმებული პირები ვალდებულები არიან, გამოიყენონ ორგანიზაციის კონფიდენციალური ინფორმაცია მხოლოდ სამსახურეობრივი მიზნებისათვის და მკაცრად დაიცვან ამგავრი ინფორმაციის  კონფიდენციალურობა. აღნიშნული დებულება ვრცელდება გაუვრცელებლობის შეთანხმების საფუძველზე მესამე პირისგან მიღებულ კონფიდენციალურ ინფორმაციაზე. 

დამუკიდებლობა და მიუკერძოებლობა

მედიის განვითარების ფონდი არ არის სახლელწმიფოს, რომელიმე პოლიტიკური პარტიისა თუ პოლიტიკოსის სარედაქციო კონტროლის ქვეშ. იგი მოქმედებს დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და აპოლიტიკურად მხოლოდ მტკიცებულებებზე დაყრდნობთ. MDF იყენებს იდენტურ სტანდარტებსა და მიდგომას  თავის კვლევებსა და აქტივობებში, რათა შერჩევითი მიდგომა იყოს გამორიცხული. 

MDF-მა უნდა განუმარტოს აუდიტორიას ის მეთოდოლოგია, რომელიც კვლევის პროცესში გამოიყენება, ასევე მიაწოდოს ინფორმაცია, თუ როგორ ხდება შეცდომების შესწორება და რედაქციასთან უკუკავშირი.

MDF-მა მაქსიმალურად დეტალური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს აუდიტორიას წყაროების შესახებ, რათა მათი გადამოწმების შესაძლებლობა სხვებსაც მიეცეს. გამონაკლისია ისეთი შემთხვევები, როცა წყაროს გამჟღავნება მას საფრთხეს უქმნის ან წყარო ინფორმაციის მოწოდებაზე მხოლოდ კონფიდენციალობის პირობით თანხმდება.

ორგანიზაციის მიერ მომზადებული პუბლიკაციები უნდა აღნიშნავდეს ნებისმიერ შესაძლო ინტერესთა კონფლიქტს ან გარემოებას, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს კვლევის ან აქტივობის ხარისხზე. 

ინტერესთა კონფლიქტი

ჩვენი თანამშრომელი არ შეიძლება იყოს რომელიმე პარტიის წევრი ან საჯაროდ უჭერდეს მხარს რომელიმე კანდიდატს ან პარტიას საარჩევნო პროცეში. არ გააფორმოს რაიმე ისეთი სახის შეთანხმება ან პარტნიორობა რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან, რაც საფრთხეს შეუქმნიდა მის სანდოობას, რეპუტაციას, დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას. 

მედიის განვითარების ფონდის თანამშრომლებმა არ უნდა გააკეთონ რაიმე ტიპის პარტიული განცხადება ორგანიზაციის სახელით და არ მიიღონ პროფესიონალურ კონტექსტში რაიმე ტიპის საჩუქარი, ბენეფიტი ან მომსახურება ხელსაყრელი პირობებით, რომლებიც სცილდება საერთო საზოგადოებრივ და თავაზიანობის ნორმებს.

ღია და კეთილსინდისიერი შესწორების პოლიტიკა


მედიის განვითარების ფონდის ყველა თანამშრომელმა დაშვებული შეცდომა დაუყოვნებლივ უნდა გამოასწოროს, როგორც კი ცნობილი გახდება ამის შესახებ. შესწორება ხორციელდება მკაფიოდ და გამჭვირვალედ, შესწორების პოლიტიკის შესაბამისად. ორგანიზაცია ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა მკითხველისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის სისრულისა და სიზუსტის უზრუნველსაყოფად.


პოლიტიკის დოკუმენტები

ყველა თანამშრომელი ვალდებულია, გაეცნოს მედიის განვითარების ფონდის პოლიტიკის დოკუმენტებს და იმოქმედოს მათ შესაბამისად. შეკითხვების არსებობის შემთხვევაში თანამშრომლებმა უნდა მიმართონ ადმინისტრაციას.  

______________________________________________________


ქცევის კოდექსების დარღვევის დისციპლინარული ღონისძიებები 


მედიის განვითარების ფონდის, მითების დეტექტორისა და ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის (IFCN) ქცევის კოდექსების დარღვევა, კერძოდ, დისციპლინარული ღონისძიებების ფორმები, ვადები და ამოქმედების პროცედურები, რეგულირდება მედიის განვითარების ფონდის შრომის შინაგანაწესით (თავი IX, მუხლი 27) და მოიცავს შემდეგ დისციპლინარულ ღონისძიებებს: 


  1. ზეპირი გაფრთხილება - გაუფრთხილებლობითი გადაცდომის შემთხვევაში;

  2. საყვედური - ორგანიზაციის შინაგანაწესისა და ქცევის კოდექსების დაუდევრობით დარღვევისა და შრომითი ეთიკის მოთხოვნების არაჯეროვანი შესრულებისათვის.;

  3. ფინანსური (სანქცია) პასუხისმგებლობა - ქცევის კოდექსების უხეში ან/და განმეორებით დარღვევის შემთხვევაში;

  4. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა - ორგანიზაციის შინაგანაწესისა და ქცევის კოდექსების წინასწარი შეცნობით, განზრახ დარღვევის შემთხვევაში ან/და ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებების გატარების შემდეგ.


ქცევის კოდექსისა და ორგანიზაციის შინაგანაწესის დაცვის ვალდებულება მედიის განვითარების ფონდის თანამშრომლების შრომითი ხელშეკრულების შემადგენელია. 

__________________________________________________________________________________




ფინანსური ანგარიში