მედიის განვითარების ფონდის საგანმანათლებო, კვლევითი და ადვოკატირების მიმართულებები შემდეგ აქტივობებს მოიცავს:
- საგანმანათლებლო: მედიაწიგნიერება, ჟურნალისტთა პროფესიული განვითარება, აკადემიასთან და პედაგოგებთან თანამშრომლობა ტრენინგებისა და სასწავლო რესურსებით აღჭურვის გზით
- კვლევითი: ფაქტების გადამოწმება, სიძულვილის ენის და ანტიდასავლური განწყობების კვლევა, მავნე აქტორების შესწავლა, სოციალურ ქსელში კოორდინირებული არაავთენტური ქმედებების (CIB) კვლევა, მედიის ფინანსური გამჭვირვალობის შესწავლა.
- ადვოკატირება: ჟურნალისტთა და მედიის მომხმარებელთა უფლებების, პოლიტიკის საკითხების ადვოკატირება.