დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
CTPYQ
გაგზავნა

პროგრამები

მედია

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება

მედიის განვითარების ფონდის საქმიანობის მთავარი პრიორიტეტია ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური უფლების - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა. აღნიშნული ამოცანის განხორციელებას ორგანიზაცია ცნობიერების ამაღლების, კვლევითი საქმიანობის და მოქალაქეთა და ჟურნალისტების უფლებების დაცვის გზით ცდილობს.

ეთიკა და პროფესიული სტანდარტები

მედიას აკისრია სოციალური პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, რაც საკუთარი უფლებების რეალიზებასთან ერთად საზოგადოებრივი ვალდებულებების გააზრებასაც გულისხმობს. მედიის განვითარების ფონდი აქტიურად ცდილობს ჟურნალისტთა პროფესიული სტანდარტების ამაღლებას, მედიაში ეთიკური ნორმების დანერგვას და თვითრეგულირების მექანიზმების ხელშეწყობას საგანმანათლებლო კამპანიების, კვლევების, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და საჯარო დისკუსიების ინიცირების გზით.

თვითრეგულირება
 
მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.
 
თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან გენდერულ ან სხვა სახის დისკრიმინაციას, დაუსაბუთებელი სტერეოტიპების გავრცელებას აქვს ადგილი, მოგვმართეთ და შეავსეთ ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.

 


ადამიანის უფლებები

მედიის განვითარების ფონდი მონიტორინგის, ანალიზის, ადვოკატირებისა და კრიტიკული დისკუსიების ინიცირების გზით მიზნად ისახავს ხლი შეუწყოს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული საჯარო პოლიტიკის განხორციელებას.

ინდივიდის თავისუფლება და თანასწორობა არის ქვაკუთხედი ჩვენი აქტივობისა. ორგანიზაცია ეთნიკური, რელიგიური უმცირესობების, ლგბტ ჯგუფების, ქალთა საკითხების მიმართულებით მუშაობს.


არჩევნები

თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით მედიის განვითარების ფონდი ახორციელებს აქტივობებს, რომელიც მიმართულია ამომრჩეველთა სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და მოტივაციის ამაღლებისკენ; საქართველოს ყველა მოქალაქის, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების საარჩევნო პროცესში სრულფასოვანი მონაწილეობისკენ; არჩეულ თანამდებობებზე ქალთა წარმომადგენლობითობის გაზრდისკენ; არჩევნების გამჭვირვალედ წარმართვისკენ და ამ პროცესში მედიის, როგორც მეთვალყურის როლის გაძლიერებისკენ.


                         




მრავალფეროვნების სკოლა

2014 წელს მედიის განვითარების ფონდმა დააფუძნა მრავალფეროვნების სკოლა, რომლის მიზანია სამოქალაქო ინტეგრაციის, მრავალფეროვნებისა და ახალგაზრდებს შორის სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა.

პროგრამაგანკუთვნილია სტუდენტებისთვის.

სკოლის ტრენინგ კომპონენტის ფარგლებში მსმენელები ეუფლებიან სამოქალაქო ჟურნალისტიკის პრაქტიკულ კურსს; მოისმენენ თემატურ ლექციებს მრავალფეროვნების, ტოლერანტობის კულტურის, პლურალიზმის და სხვა აქტუალურ საკითხებზე, მონაწილეობას მიიღებენ დისკუსიებში.

პრაქტიკული კურსი კი ითვალისწინებს მედია პროდუქციის შექმნას და სოციალურ ქსელებში განთავსებას.

ახალგაზრდების მოტივირების მიზნით პროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა კონკურსების ორგანიზებას.

http://mdfdiversityschool.wordpress.com/

გენდერი

ჭეშმარიტი დემოკრატია საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანაბარ მონაწილეობას გულისხმობს. მედიას შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს გენდერული თანასწორობის და პლურალისტური საზოგადოების დამკვიდრების პროცესში. თუმცა, ამავე დროს მედიას ძალუძს კიდევ უფრო გააღრმავოს საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები და ინკლუზიური საზოგადოების ნაცვლად, კარჩაკეტილობა წაახალისოს.
 
გენდერის თემა უშუალოდ უკავშირდება საზოგადოების ჰარმონიულ განვითარებას და ინდივიდის როლს ამ პროცესში. ცხადია, რომ სწორედ ადამიანი არის პროგრესის მთავარი მამოძრავებელიც და ამ მოძრაობის მიზანიც.
 
მედიის განვითარების ფონდის გენდერული პროგრამა მედიის პროფესიულ და ღია საზოგადოებრივ ღირებულებებზე, საზოგადოებრივ როლზე საჯარო დებატებისა და ტრენინგების, გენდერული თანასწორობის შესახებ მოქალაქეთა ცოდნის გაღრმავების, ასევე კვლევებისა და მედია მონიტორინგის გზით თანასწორობის იდეის დამკვიდრებას და მედიის პროფესიულ და ინსტიტუციონალურ განვითარებას ისახავს მიზნად.


 

ახალგაზრდობა და კამპანიები

მედიის განვითარების ფონდის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ახალგაზრდობის გააქტიურების, მათი ინიციატივების მხარდაჭერის, მოხალისეობის და აქტიური მოქალაქეობის მხარდაჭერის, დისკუსიების ინიცირებისა და კამპანიების წარმოების გზით დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობა, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და საზოგადოებაში ცვლილებების მიღწევა. ორგანიზაციის საქმიანობა ამასთანავე მიმართულია ახალგაზრდების სოციალურ რეაბილიტაციაზე და მათთვის თვითრეალიზაციის შესაძლებლობების მიცემაზე.