დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
PBPOC
გაგზავნა

MDF-ის ბიბლიოთეკა

სიძულვილის ენა წინასაარჩევნო დისკურსში, საპრეზიდენტო არჩევნები 2018

წინამდებარე ანგარიში მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ჩატარებული მედია მონიტორინგის შედეგებს ასახავს. დაკვირვების საგანი იყო სიძულვილის ენა და სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაცია, რომელსაც საარჩევნო სუბიექტები და პარტიები გამოხატავდენენ, ასევე კანდიდატებისა და პარტიების მიმართ გამოყენებული სიძულვილის ენა.  ანგარიშში მხოლოდ ეთნიკური, რელიგიური, რასობრივი და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის, ასევე ძალადობის წახალისების შემთხვევებია შესული და არა პოლიტიკური ოპონირების ფარგლებში გაკეთებული შეურაცხმყოფელი კომენტარები.
მონიტორინგი 1 აგვისტოდნა 15 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს. მონიტორინგის სუბიექტებად შეირჩა როგორც მეინსტრიმული, ასევე ტაბლოიდური მედია
ავტორი: თინა გოგოლაძე
რედაქტორი: თამარ კინწურაშვილი
მონიტორები: თამარ გაგნიაშვილი, ხატია ლომიძე, მარიამ ცხოვრებაშვილი, სოფო ჩხაიძე.
დიაგრამები და დიზაინი: მარიამ ცუცქირიძე
ბმული: სიძულვილის ენა წინასაარჩევნო დისკურსში, საპრეზიდენტო არჩევნები 2018