დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
LTPPM
გაგზავნა

MDF-ის ბიბლიოთეკა

საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ინფორმირება

კვლევის მიზანი იყო ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობის საკითხის შესწავლა.
ამ მიზნით მოხდა სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონების მცხოვრებთა ინფორმაციის ძირითადი წყაროების იდენტიფიცირება; მათზე დაყრდნობით იმ მედია გზავნილების შესწავლა, რომლებიც ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას უწყობს ხელს. ამავე დროს კვლევის საგანი იყო, თუ რამდენად ასრულებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი კანონმდებლობით მასზე დაკისრებულ შინაარსობრივ ვალდებულებებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხების შესახებ უმცირესობების ინფორმირების თაობაზე. კვლევის ფარგლებში მოხდა უმცირესობათა დამოკიდებულებების შესწავლა, როგორც ინფორმაციის წყაროების, ასევე მედია გზავნილებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის გაშუქების მიმართ.
კვლევა შერეული მეთოდოლოგიით განხორციელდა და დოკუმენტების ანალიზს, მედიის კონტენტ ანალიზს და ფოკუს ჯგუფებს მოიცავდა.
მეთოდოლოგიის მიმოხილვის და მთავარი მიგნებების შემდეგ კვლევის I ნაწილი ინფორმაციის წყაროებს ეთმობა, II – რუსული ტელევიზიების გზავნილებს და საზოგადოების დამოკიდებულებებს ამ გზავნილების მიმართ, III ნაწილი – საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას და მედია გაშუქებას. ბოლო, დასკვნითი ნაწილი კი რეკომენდაციებს ეთმობა.
კვლევა „ღია საზოგადოების ფონდის" მხარდაჭერილი პროექტის „ეთნიკური უმცირესობების ინფორმირება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ" ფარგლებში მომზადდა.

ავტორები: თამარ კინწურაშვილი, სოფო გელავა, ანა ჩიტალაძე
მონიტორინგი: თამარ გაგნიაშვილი, ხატია ლომიძე, მარიამ ცხოვრებაშვილი, სოფო ჩხაიძე
მედია მონიტორინგისა და ფოკუს ჯგუფების სტატისტიკური მონაცემების დამუშავება: მარიამ ცუცქირიძე
ბმული: საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ინფორმირება
Tags: