დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
SROEN
გაგზავნა

MDF-ის ბიბლიოთეკა

ტროლების ფაბრიკა, TBC-ის, არასამთავრობოების და მედიის წინააღმდეგ

ტროლი არის პიროვნება, რომელიც ონლაინ სივრცეში რეალური იდენტობის მითითების გარეშე მოქმედებს, რათა სხვადასხვა ვებ-გვერდებზე, ფორუმებსა და სოციალურ ქსელებში მომხმარებელთა შორის ჯანსაღ დისკუსიას ხელი შეუშალოს. ტროლის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი მისი რეალური იდენტობის დამალვაა. ონლაინ სივრცეში ის ყალბი პროფილის მეშვეობით მოქმედებს, სადაც მის შესახებ არსებული ინფორმაცია ან გაყალბებულია, ან საერთოდ არ არის ასახული. ეს შეიძლება იყოს ფოტოები, საკონტაქტო ინფორმაცია, მონაცემები განათლებისა და სამუშაო ადგილის, ასევე ჰობის და ინტერესების შესახებ.
წინამდებარე კვლევა სახელისუფლებო ტროლების იდენტიფიცირებას და მათ მიერ ცალკეული ჯგუფების წინააღმდეგ წარმოებული კამპანიების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ისახავს მიზნად.

ბმული: ტროლების ფაბრიკა, TBC-ის, არასამთავრობოების და მედიის წინააღმდეგ
Tags: