დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
UHCFE
გაგზავნა

MDF-ის ბიბლიოთეკა

ტროლები ანტისაოკუპაციო პროტესტის წინააღმდეგ

2019 წლის 20 ივნისს მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიაზე რუსეთის სახელმწიფო დუმის კომუნისტი დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის ადგილის დაკავებას ჯერ საპარლამენტო ოპოზიციის, შემდეგ კი პარლამენტის წინ საქართველოს მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. სამართალდამცავების მიერ აქციის პირველ დღეს მომიტინგეების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ კი ანტისაოკუპაციო აქციებმა, სახელწოდებით "სირცხვილია” პერმანენტული სახე მიიღო. აქციის მონაწილეები მათი მესამე მოთხოვნის - შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებოიდან გადაყენებას ითხოვენ, რაც 20 ივნისს ძალის გამოყენებით აქციის დაშლას უკავშირდებოდა. 

სოციალურ ქსელებში აქციის დისკრედიტაციის კამპანია დაიწყო, რომელშიც როგორც სახელისუფლებო, ასევე პრორუსული და სიძულვილის ჯგუფების ტროლები და Facebook გვერდები ორგანიზებულად ჩაერთვნენ.

წინამდებარე ანგარიში სახელისუფლებო, პრორუსული და სიძულვილის ენის ჯგუფების ტროლების გამოვლენას ახდენს და მათი გზავნილების თანხვედრაზე და განსხვავებულ ტაქტიკებზე ამახვილებს ყურადღებას. მომავალ ანგარიშში (II ნაწილი) მედიის განვითარების ფონდი ამავე ჯგუფების ფეისბუკ გვერდების მონიტორინგის შედეგებს მიმოიხილავს.

ფეისბუკ ტროლებზე სოციალურ ქსელში დაკვრვება 20 ივნისიდან 15 ივლისამდე ხორციელდებოდა და ამ პერიოდში ანტისაოკუპაციო პროტესტთან დაკავშირებული სხვა მოვლენებიც მოიცვა. 
 
ანგარიშზე მუშაობდნენ:        
      თამარ კინწურაშვილი, სოფო გელავა, ირაკლი იაგორაშვილი, ნანა რაფავა

ინფოგრაფიკა: 
      მარიამ ცუცქირიძე

ბმული: ტროლები ანტისაოკუპაციო პროტესტის წინააღმდეგ
Tags: