 
        	პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო პროგრამების გენდერმგრძნობელობა და ქალთა საჭიროებები 
        	
ანგარიშში წარმოდგენილია კვლევის შედეგები პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამებში ქალთა საკითხების ასახვის შესახებ 
		
		
გამოცემა ორი ნაწილისგან შედგება: პირველი ნაწილი ეყრდნობა დოკუმენტების ანალიზს და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამოვლენილი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების საარჩევნო პლატფორმებს მიმოიხილავს; მიმოხილვის მიზანია გასცეს პასუხი კითხვას: უთმობენ თუ არა პოლიტიკური პარტიები თავიანთ საარჩევნო პროგრამებში ქალებისთვის აქტუალურ საკითხებს ყურადღებას; 
	
	
მეორე ნაწილში წარმოდგენილია საქართველოს 9 ქალაქში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, რომელიც პოლიტიკურ პარტიათა საარჩევნო პროგრამებში ქალთა საჭიროებების ასახვას ისახავდა მიზნად; ხოლო დასკვნით ნაწილში კი მოცემულია რეკომენდაციები, რომლებიც ორივე კვლევას ეფუძნება. 
	
	
	
	
გამოცემის თარიღი: 2015 წელი 
	
გამომცემელი: მედიის განვითარების ფონდი 
	
მკვლევარები და სარედაქციო ჯგუფი: ავტორები: ქეთი მსხილაძე, ლელა ხომერიკი;  რედაქტორი: თამარ კინწურაშვილი; მკვლევარები: ნინო ნარიმანიძე, მარინა მოდებაძე ახალციხე; სედა მელქუმიანი ახალქალაქი; ვირჯინია სტოლიარენკო გარდაბანი; არინა თავაქარაშვილი გორი; გვანცა ლუკავა ზუგდიდი; ნინო ქათამაძე, თამარ ტაბატაძე, გელა ბოჩიკაშვილი თბილისი; ოლგა ენდელაძე მარნეული; ნინა მარიკიანი ნინოწმინდა; ნანა ბაგალიშვილი სიღნაღი.
	
გამოცემა მომზადდა პროექტის „ქალები ცვლილებებისთვის" ფარგლებში. პროექტი განხორციელდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის" მხარდაჭერით.
	
ბმული: პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო პროგრამების გენდერმგრძნობელობა და ქალთა საჭიროებები