დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
JIGFG
გაგზავნა

MDF-ის ბიბლიოთეკა

ანტიდასავლური პროპაგანდა - 2019

ანტიდასავლური პროპაგანდის რიგით მეხუთე ყოველწლიური ანგარიში 2019 წლის მედია მონიტორინგის და ყალბი ინფორმაციის გადამოწმების შედეგებს ასახავს. ანგარიში, რომელიც ტრადიციულად ანტიდასავლურ გზავნილებს, მათ ფორმირებას და დროთა განმავლობაში ცვალებადობას აკვირდება, ასევე ახდენს ამ გზავნილების წყაროების იდენტიფიცირებას, ყალბი ინფორმაციების გამოვლენას.
 
დაკვირვება როგორც მედია საშუალებებზე, ასევე სხვა წყაროებზე – პოლიტიკურ კლასზე, სასულიერო პირებზე, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და საზოგადოების ცალკეულ წარმომადგენლებზე ხორციელდება. ყალბი ინფორმაციის გამოვლენა ტრადიციული მედია საშუალებების მონიტორინგის გარდა, სოციალურ ქსელ ფეისბუკითაც ხდება.

ანგარიში 2019 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. შესავალ ნაწილში წარმოდგენილია კვლევის მთავარი მიგნებები, მეთოდოლოგია და ერთიანი რაოდენობრივი მონაცემები და მათი წყაროები. მესამე ნაწილში მიმოხილულია თუ როგორია ნარატივების სტრუქტურა (ფრეიმინგი), სადაც ცალკე თავი ეთმობა ჯანმრთელობისა და ბიო უსაფთხოების ნაწილს, რომელიც ბოლო ხუთი წლის მონაცემებს აჯამებს და რიჩარდ ლუგარის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრის წინააღმდეგ რუსეთის ხელისუფლების თანმიმდევრულ და მიზანმიმართულ მავნე ინფორმაციულ ოპერაციებს ასახავს. ცალკე არის განხილული სხვადასხვა ყალბი შინაარსის გავრცელების ის შემთხვევები, რომლებიც პროექტის „მითების დეტექტორის" ფორმატში გამოვლინდა.

ანალოგიური კვლევა მედიის განვითარების ფონდმა 2014-2018 წლებშიც ჩაატარა. კვლევა საქართველოს გაეროს ასოციაციასთან (UNAG) პარტნიორობით, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერა" ფარგლებში განხორციელდა.

ავტორები:
     თამარ კინწურაშვილი
     სოფო გელავა (ყალბი ინფორმაცია და მანიპულაციური შინაარსი)
მკვლევარები:
      თინა გოგოლაძე, სოფო გელავა
მონაცემთა დამუშავება:
      მარიამ ცუცქირიძე
მედია მონიტორინგი:
       თამარ გაგნიაშვილი, სოფო გოგაძე, ხატია ლომიძე, სოფო ჩხაიძე, მარიამ ცხოვრებაშვილი
დიზაინი:
       ბესიკ დანელია, IBDESIGN
ფოტო გარეკანზე: Shutterstock © Ayman Alakhvas

ბმული: ანტიდასავლური პროპაგანდა - 2019