დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
YRWJU
გაგზავნა

MDF-ის ბიბლიოთეკა

მედია ბაზრის რისკის რეიტინგები: საქართველო

დეზინფორმაციის გლობალური ინდექსისა (GDI) და მედიის განვითარების ფონდის (MDF) ახალი კვლევა, რომელიც საქართველოში მედია ბაზრის რისკის რეიტინგებს აფასებს და ეყრდნობა 24 ქართულენოვანი მედია საიტის ანალიზს.  
  კვლევა, რომელიც 2020 წლის აპრილ-ივლისში ჩატარდა, GDI-ის მიერ შემუშავებულ დეზინფორმაციის რისკების შეფასების მეთოდოლოგიას ეყრდნობა. საქართველო იმ 10 ქვეყანას შორისაა, რომელიც 2020 წელს ამ მეთოდოლოგიის გამოყენებით შეფასდა. 

ავტორები: თამარ კინწურაშვილი და სოფო გელავა - მედიის განვითარების ფონდი
მკვლევრები: სოფო გელავა და ნანა რაფავა- მედიის განვითარების ფონდი
დიზაინი: www.designbythink.co.za

ბმული: მედია ბაზრის რისკის რეიტინგები: საქართველო
Tags: