MDF-ის ბიბლიოთეკა
ანგარიში ასახავს სიძულვილის ენისა და ქსენოფობიის გამოხატვას მედიასა და საჯარო სივრცეში
კვლევა შედგება სხვადასხვა სექციებისგან და ეთნიკური, ეროვნული, სექსუალური ორიენტაციისა და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის გამოვლინებებს მოიცავს. ცალკეულ ქვეთავებადაა დაყოფილი თურქოფობია, ისლამოფობია და არმენოფობია. მონიტორინგი 6 გაზეთზე, 5 ტელევიზიის დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებასა და თოქ-შოუზე, ასევე 6 საინფორმაციო ვებ-პორტალზე განხორციელდა. მედიასთან ერთად გამოვლენილია დისკრიმინაციისა და სიძულვილის სხვა წყაროები, მათ შორის, პოლიტიკური პარტიები და მათთან აფილირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები, სასულიერო პირები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები. დარღვევები დაჯგუფებულია ტიპოლოგიისა და წყაროების მიხედვით, თანდართულია გრაფიკული ცხრილები. დასკვნით ნაწილში საუბარია იმ გამოწვევებზე, რაც მრავალფეროვნებისა და უმცირესობათა გაშუქებას თან ახლავს. კვლევა მიუთითებს, რომ ქართულ მედიასივრცეში ჟურნალისტური სტანდარტის დარღვევას აქვს როგორც მიზანმიმართული, ასევე შემთხვევითი ხასიათი. სიძულვილის ენისა დაქსენოფობიის აღმოსაფხვრელად, ანგარიში რეკომენდირებულად მიიჩნევს ჟურნალისტური კულტურის, ღირებულებებისა და ნორმების გაძლიერებას, მედიის ანგარიშვალდებულების ამაღლებასა და ეფექტიანი თვითრეგულირების მექანიზმების დამკვიდრებას.
გამოცემის თარიღი: ივნისი 2015
გამომცემელი: მედიის განვითარების ფონდი
მკვლევარები და სარედაქციო ჯგუფი: თამარ კინწურაშვილი, სოფო გოგაძე, თათა ქაფიანიძე, თამარ კანდელაკი
ბმული: სიძულვილის ენა და ქსენოფობია. მედია მონიტორინგის ანგარიში 2014-2015