დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
VLOMR
გაგზავნა

MDF-ის ბიბლიოთეკა

წინასაარჩევნო მონიტორინგი 2020- ანტიდასავლური გზავნილები, სიძულვილის ენა, ყალბი ინფორმაცია

წინამდებარე კვლევა წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან გაკეთებული ანტიდასავლური და სიძულვილის ენის შემცველი გზავნილების, ასევე ყალბი ინფორმაციისა და კამპანიების მონიტორინგის შედეგებს ასახავს. 
 
დაკვირვება როგორც ტრადიციულ, ასევე სოციალურ მედიაზე ხორციელდებოდა, მათ შორის რეგიონულ მედიებსა და პოლიტიკური სუბიექტებთან დაკავშირებულ სოციალურ ანგარიშებზე. 

ანგარიშის I ნაწილი ანტიდასავლურ გზავნილებს ეთმობა, II - სიძულვილის ენას, III - წინასაარჩევნო დისკრედიტაციის კამპანიებს; IV. - პოლიტიკური სუბიექტების მიერ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას, V - დეზინფორმაციას სოციალურ მედიაში პოლიტიკური და სხვა სუბიექტების წინააღმდეგ. 

ანტიდასავლური და სიძულვილის ენის შემცველი ნარატივები 1 აგვისტოდან 25 ოქტომბრის ჩათვლით მონიტორინგის შედეგებს ასახავს; ხოლო ყალბი ინფორმაციის 1 აგვისტოდან 10 ნოემბრის ჩათვლით გამოვლენილ შემთხვევებს. 
 
ავტორი: თამარ კინწურაშვილი 

მონაცემთა დამუშავება: თინა გოგოლაძე, მარიამ ცუცქირიძე 

მედია მონიტორინგი: თამარ გაგნიაშვილი, სოფო გოგაძე, ხატია ლომიძე, სოფო ჩხაიძე 

რეგიონული მედია მონიტორინგი: მარიამ დანგაძე, ანი ქისტაური, მარიამ თოფჩიშვილი 
 
ბმული: წინასაარჩევნო მონიტორინგი 2020- ანტიდასავლური გზავნილები, სიძულვილის ენა, ყალბი ინფორმაცია