დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
EEPGI
გაგზავნა

MDF-ის ბიბლიოთეკა

წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში: სექსიზმი და გენდერული სტერეოტიპები სოციალურ მედიაში

პროექტი „გენდერბარომეტრი – სექსისტური განცხადებების მონიტორინგი წინასაარჩევნო პერიოდში" გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტს მედიის განვითარების ფონდი (MDF) კავშირ „საფართან" პარტნიორობით ახორციელებს. მონიტორინგის მიზანია წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში სოციალურ ქსელებში ქალი პოლიტიკოსების და სხვადასხვა საჯარო ინსტიტუტების ქალი წარმომადგენლების მიმართ გამოყენებული სექსისტური სიძულვილის ენის და გენდერული სტერეოტიპების, ასევე ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით წარმოებული კამპანიების გამოვლენა.
პროექტის ფარგლებში ორგანიზაცია „საფარმა" მედიაექსპერტების, პოლიტიკოსებისა და გენდერის სპეციალისტების მონაწილეობით ფოკუს ჯგუფები ჩაატარა და საერთაშორისო გამოცდილებასა და ქართულ პოლიტიკურ რეალობაზე მორგებული სექსისტური სიძულვილის ენის ინდიკატორები ჩამოაყალიბა. ამ ინდიკატორებზე დაყრდნობით და ფეისბუკის ანალიტიკური ხელსაწყოს Crowdtangle-ს გამოყენებით, მედიის განვითარების ფონდმა (MDF) სოციალური მედიის მონიტორინგის მეთოდოლოგია შეიმუშავა, რომლის შუალედური მიგნებები წინამდებარე ანგარიშშია წარმოდგენილი.
ანგარიშში, რომელიც 4 აგვისტოდან 4 ნოემბრის ჩათვლით სამი თვის მონაცემებს ასახავს, შემდეგ საკითხებს მოიცავს: მონიტორინგის მეთოდოლოგიის და მთავარი მიგნებების მიმოხილვის შემდეგ, პირველ ნაწილში მოცემულია საერთო რაოდენობრივი მონაცემები, თემატიკის, ტერმინოლოგიის და სექსისტური ენის ადრესატებისა და წყაროების მიხედვით; მეორე ნაწილი თვისებრივი ანალიზის შედეგებს ეთმობა, კერძოდ, განხილულია ტიპური მაგალითები დარღვევის კატეგორიების მიხედვით და რამდენიმე კონკრეტული შემთხვევა, რომლებიც საერთო მასალიდან კამპანიური და დეზინფორმაციული ხასიათით გამოირჩეოდა.

ავტორი:
   ქეთი მსხილაძე
მკვლევარები:
   მედეა სულამანიძე, მარიამ ტალახაძე
რედაქტორი:
   თამარ კინწურაშვილი
დიზაინი:
   ბესიკ დანელია
გარეკანის ფოტო:
   Shutterstock, MJgraphics
ბმული: წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში: სექსიზმი და გენდერული სტერეოტიპები სოციალურ მედიაში