დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
VLSNW
გაგზავნა

MDF-ის ბიბლიოთეკა

ანეკდოტური მტკიცებულებების კვლევა - 2020

მედიის განვითარების ფონდი (MDF) უკვე მეორე კვლევას ატარებს, რომლის მიზანი იმის შესწავლაა, თუ რა გავლენას ახდენს დეზინფორმაცია და კონსპირაციები საზოგადოებრივ აღქმებზე და რომელი ანეკდოტური მტკიცებულებებია ყველაზე მეტად გავრცელებული საზოგადოებაში. ამასთანავე კვლევის მიზანი იყო, შეგვესწავლა საზოგადოების დამოკიდებულებები საგარეო პოლიტიკის ზოგიერთი საკითხისა და კორონავირუსის პანდემიისადმი, მათ შორის ვაქცინაციის საკითხებისადმი.

კვლევა ეყრდნობა ანეკდოტური მტკიცებულების მეთოდს, რომელიც მეტწილად არაფორმალური გზით შეგროვებულ, პირად გამოცდილებაზე დაფუძნებულ მონაცემებს იყენებს.1 ანეკდოტურ მტკიცებულებებსა და მეცნიერულ მტკიცებულებებს შორის დიდი სხვაობაა. მეცნიერული მტკიცებულება ეფუძნება სისტემატურ დაკვირვებას, გაზომვას, ექსპერიმენტს და მისი გადამოწმება თუ დადასტურება მეცნიერული მეთოდების გამოყენებით ნებისმიერ პირს დამოუკიდებლად შეუძლია.

ანეკდოტური მტკიცებულება პერსონალურ გამოცდილებასა და იზოლირებულ მაგალითებზე დაფუძნებით ამტკიცებს, რომ ესა თუ ის მოვლენა/ისტორია სიმართლეა ან ტყუილი. რადგანაც ანეკდოტური მტკიცებულებების მთავარი საყრდენი პერსონალური გამოცდილებაა, მისი დამოუკიდებლად გადამოწმება, მეცნიერული მტკიცებულებებისგან განსხვავებით, შეუძლებელია.

როდესაც ადამიანს მტკიცედ სჯერა საკუთარი მოსაზრების, ის მხოლოდ იმ ინფორმაციას იმოწმებს, რომელიც მის რწმენებს ადასტურებს. ამას, ინფორმაციის მოძიების პროცესში "წინასწარ განწყობასაც” უწოდებენ.

ანეკდოტური მტკიცებულებები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველგან გვხვდება და მისი წყარო შესაძლოა, ნებისმიერი ადამიანი იყოს, ვისაც ვხვდებით: ოჯახის წევრი, მეზობელი, უბნის მაღაზიის მოლარე, სტილისტი, ტაქსის მძღოლი და სხვა.

ავტორი:
    სოფო გელავა
მკვლევრები:
    მარიამ დანგაძე (ქუთაისი), ელმადდინ მამედოვი (მარნეული), თამარ ონიანი (ოზურგეთი), თამარ თოდუა (ზუგდიდი)
კითხვარი, მეთოდოლოგია: 
    თამარ კინწურაშვილი, სოფო გელავა
რედაქტორი: 
    თამარ კინწურაშვილი
ბმული: ანეკდოტური მტკიცებულებების კვლევა - 2020
Tags: