დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
UONMK
გაგზავნა

MDF-ის ბიბლიოთეკა

აღმოსავლეთ ევროპის პროგრამის ანგარიში: საგარეო გავლენის აქტორების შედარებითი კვლევა საქართველოში

ᲣᲡᲐᲤᲠᲗᲮᲝᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲔᲕᲠᲝᲞᲣᲚ ᲤᲐᲡᲔᲣᲚᲝᲑᲐᲗᲐ ᲪᲔᲜᲢᲠᲘ
უსაფრთხოების პოლიტიკის ევროპულ ფასეულობათა ცენტრი არასამთავრობო, მიუკერძოებელ ინსტიტუტს წარმოადგენს, რომელიც თავისუფლებების და სუვერენიტეტის დაცვას ემსახურება. ორგანიზაციის მიზანს ჩეხეთის რესპუბლიკაში ლიბერალური დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და ტრანსატლანტიკური ალიანსის დაცვა წარმოადგენს. ჩვენ ხელს ვუწყობთ ევროპის დაცვას მავნე გავლენისგან, განსაკუთრებით, რუსეთის, ჩინეთის და ისლამური ექსტრემისტებისგან. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ცენტრალურ ევროპაში ჩეხეთის თავისუფალ, უსაფრთხო და წარმატებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას, რომელიც აშშ–სთან მტკიცე მოკავშირეობის საფუძველზე ტრანსატლანტიკური საზოგადოების განუყოფელი ნაწილი იქნება.

ავტორები
ეთო ბუზიაშვილი, ატლანტიკური საბჭოს DFRLab
გივი გიგიტაშვილი, ატლანტიკური საბჭოს DFRLab
თინათინ ხიდაშელი, სამოქალაქო იდეა 
ანი კინწურაშვილი, სამოქალაქო იდეა
მარიამ წიწიკაშვილი, GRASS
დავით ნაროუშვილი, GRASS 
ნიკა მამულაძე, GRASS 
იაკობ ლაჩაშვილი, GRASS
თამარ კინწურაშვილი, მედიის განვითარების ფონდი
მაიკო რატიანი, მედიის განვითარების ფონდი
ანა ჩიტალაძე, მედიის განვითარების ფონდი

ავტორები
დევიდ სტულიკი, უსაფრთხოების პოლიტიკის ევროპულ ფასეულობათა ცენტრი
კრისტინა ბაგე, უსაფრთხოების პოლიტიკის ევროპულ ფასეულობათა ცენტრი

შენიშვნა
ანგარიში საქართველოში უცხო ქვეყნების გავლენას მიმოიხილავს და მოიცავს, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტებს, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას, პოლიტიკურს პარტიებს და ეკლესიას. აღნიშნული ნაშრომის მიზანია პრობლემების ფართო სპექტრის გამოკვეთა და ყურადღების გამახვილება მესამე ქვეყნების მიერ განხორციელებულ და დაფინანსებულ კამპანიებზე, დაწყებული პოლიტიკური შეღწევით და პოლიტიკური მიზნებისთვის კოროზიული კაპიტალის შემოდინებით დამთავრებული. აღნიშნული ნაშრომი წარმოადგენს საქართველოში მოქმედი კვლევითი ინსტიტუტების და არასამთავრობო ორგანიზაციების "ატლანტიკური საბჭოს DFRLab- ის, სამოქალაქო იდეის, საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) და მედიის განვითარების ფონდის ერთიან ძალისხმევას. აღნიშნული ანგარიში პრაღაში მოქმედი უსაფრთხოების პოლიტიკის ევროპულ ფასეულობათა ცენტრის საქართველოში ორწლიანი პროექტის ფარგლებში მომზადდა. ნაშრომის მიზანია გააძლიეროს ქართული სამოქალაქო საზოგადოების მდგრადობა უცხოური მავნე ზეგავლენის გამოვლენისს და მათზე რეაგირების ასპექტში. პროექტი ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „ტრანზიციის ხელშეწყობის პროგრამის" და USAID-ის „ახალი დონორების გამოწვევის პროგრამის" ხელშეწყობით განხორციელდა.


ბმული:  ᲐᲦᲛᲝᲡᲐᲕᲚᲔᲗ ᲔᲕᲠᲝᲞᲘᲡ ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲘᲡ ᲐᲜᲒᲐᲠᲘᲨᲘ ᲡᲐᲒᲐᲠᲔᲝ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲘᲡ ᲐᲥᲢᲝᲠᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲓᲐᲠᲔᲑᲘᲗᲘ ᲙᲕᲚᲔᲕᲐ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ
Tags: