ინფოდემია საქართველოში - 2020
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ინფოდემია ონლაინ და ოფლაინ ინფორმაციის მოზღვავებაა, რომელიც ცრუ ცნობების განზრახ გავრცელების მცდელობებს მოიცავს და მიზნად საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეაგირების შესუსტებას და ცალკეული ჯგუფებისა და ინდივიდების ალტერნატიული დღის წესრიგის ხელშეწყობას ისახავს. მცდარი ინფორმაცია და დეზინფორმაცია შესაძლოა ადამიანების ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის იყოს საზიანო; გააღრმავოს სტიგმატიზება; ხელი შეუშალოს
გამოჯანმრთელების პროცესს; ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ზომების უგულებელყოფას და ამით შეასუსტოს მათი ქმედითობა და ქვეყნის უნარი, გაუმკვლავდეს პანდემიას.
წინამდებარე კვლევა, რომელიც 2020 წლის ტრადიციული და სოციალური მედიის მონიტორინგს მოიცავს, მიზნად ისახავს მოახდინოს, როგორც პანდემიასთან დაკავშირებული მთავარი გზავნილების და ყალ ბი ინფორმაციის იდენტიფიცირება, აგრეთვე გამოავლინოს მათი წყაროები, მათ შორის ანტივაქსერული ჯგუფები და ინფორმაციის გავრცელების არხები.
ანგარიშის შესავალ ნაწილში წარმოდგენილი კვლევის მთავარი მიგნებები, ხოლო პირველ ნაწილში ინფოდემიასთან დაკავშირებული მთავარი გზავნილები, რომლებიც ქართულენოვანი მედია საშუალე ბებით გამოვლინდა, მეორე ნაწილი ეთმობა გზავნილებს რუსეთის ხელისუფლების მიერ დაფუძნებულ ონლაინ გამოცემა „სპუტნიკში", მესამე ნაწილი კი – ყალბი ინფორმაციისა და მანიპულაციური შინაარსის მონაცემებს ასახავს. ბოლო ნაწილში განხილულია წყაროები და სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების modus operandi, მათ შორის მოცემულია ძირითადი ანტივაქსერული ჯგუფების შესახებ მონაცემები, რომლებიც სოციალურ ქსელებში მოქმედებენ და რომელთაც პლატფორმას ხშირად პოლიტიკური დღის წესრიგის მქონე მედიებიც უთმობენ.
მონაცემთა ვიზუალიზაციისთვის გამოყენებულია ღია წყაროების საგამოძიებო (OSINT) პროგრამა Maltego.
ანგარიში მოიცავს „მითების დეტექტორის" ფეისბუკთან ფაქტების გადამოწმების პროგრამის1 ფარგლებში თანამშრომლობის შედეგად გამოვლენილ მონაცემებსაც. კვლევის პროცესში ასევე გამოყენებულია ფეისბუკის ანალიტიკური ხელსაწყო CrowdTangle-ი.
ანგარიშის გამოცემა შესაძლებელი გახდა შავი ზღვის ფონდი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის/აშშ-ს გერმანიის მარშალის ფონდის მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, საქართველოს გაეროს ასოციაციის და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის" (PITA) პროგრამასთან თანამშრომლობით.
ავტორი:
თამარ კინწურაშვილი
სოციალური მედიის მკვლევარი:
ანი ქისტაური
მედია მონიტორინგი:
თამარ გაგნიაშვილი, სოფო გოგაძე, ხატია ლომიძე, სოფო ჩხაიძე
ფაქტების გადამოწმება:
მაიკო რატიანი, მარიამ ტალახაძე, მედეა სულამანიძე, მარიამ დანგაძე,
მარიამ თოფჩიშვილი, ლუსინე პიჩიკიანი
მონაცემების დამუშავება და ვიზუალიზაცია Maltego-ს პროგრამაში:
მაკო ცუცქირიძე
გარეკანის მხატვარი:
ოლიკო ნადირაძე
დიზაინი:
ბესიკ დანელია, IB Design
ბმული: ინფოდემია საქართველოში
Tags: