როგორ ხვდება ქართული კომპანიების რეკლამები კრემლის პროპაგანდისტულ პლატფორმებზე GOOGLE ADS-ის გავლით
წინამდებარე ანგარიში მედიის განვითარების ფონდმა ღია საინფორმაციო პარტნიორობის (Open Information Partnership) კვლევითი პროექტის ფარგლებში მოამზადა. 5 ქვეყნის (ლიეტუვა, საქართველო, ესტონეთი, ჩეხეთი, პოლონეთი) კვლევითი ორგანიზაციები კრემლის პროპაგანდისტულ ვებ-საიტებზე Google ads-ის მეშვეობით ადგილობრივი კომპანიების პროდუქციის რეკლამის განთავსების საკითხს ვსწავლობდით. საქართველოდან კვლევის პროცესში "მედიის განვითარების ფონდი” მონაწილეობდა. ანგარიში საქართველოს მიგნებებს ასახავს.
ანგარიშში მოცემულია, კვლევის მთავარი მიგნებები, მეთოდოლგია, ცალკე თავი ეთმობა იმას, თუ როგორ მუშაობს Google ads-ის რეკლამა. ანგარიშის პირველი ნაწილი ეთმობა ქართული კომპანიების რეკლამების განთავსებას კრემლის პროპაგანდისტულ ვებ-გვერდებზე, ხოლო მეორე ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზე ფუნქციონირებად სპუტნიკზე განთავსებულ რეკლამებს. მესამე ნაწილში მოცემულია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელმა კომპანიამ მოახდინა რეაგირება კვლევის მიგნებებზე. ბოლო ნაწილი კი იმ მედიების პროფილებს მიმოიხილავს, რომლებიც კრემლის პროპაგანდისტული პლატფორმებია.
ავტორი: მარიამ დანგაძე
რედაქტორი: თამარ კინწურაშვილი
დიზაინი: მარიამ ცუცქირიძე
ფოტო: Shutterstock/Roman_studio
ბმული: როგორ ხვდება ქართული კომპანიების რეკლამები კრემლის პროპაგანდისტულ პლატფორმებზე GOOGLE ADS-ის გავლით
Tags: