MDF-ის ბიბლიოთეკა
ინტერნიუსის პარტნიორი ორგანიზაცია "მედიის განვითარების ფონდი” კონფლიქტების გაშუქების თემაზე ეთნიკურ უმცირესობათა ენებზე მოქმედი რეგიონული მედიების მონიტორინგის შედეგებზე პირველ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. ანალიზისას კვლევა განსაკუთრებულ ყურადღებას სოციალურ მედიასა და კომუნიკაციის ციფრულ არხებზე ამახვილებს. კვლევაში მოცემული მიგნებები დამყარებულია არა მხოლოდ სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი 20 მედია საშუალების ფეისბუკ გვერდის ყოველდღიური მონიტორინგის რაოდენობრივ ანალიზზე, არამედ სპეციფიკური რუსულენოვანი და ქართულენოვანი Facebook ანგარიშების თვისებრივ მონაცემებზე.
კვლევის მიზანია შეისწავლოს, თუ რამდენად არის დაცული კონფლიქტების გაშუქების დროს პროფესიული სტანდარტები, ვრცელდება თუ არა ამ თემაზე დეზინფორმაცია და ხდება თუ არა სიძულვილის ენის წახალისება.
კვლევა შერეული მეთოდოლოგიით ხორციელდება და ინტერნიუსის კონფლიქტების გაშუქების შეფასების ადაპტირებულ ვერსიას იყენებს, მონიტორინგის ინსტრუმენტად კი – ფეისბუკის ანალიტიკურ ხელსაწყოს - Crowdtangle. წარმოდგენილი ანგარიში მონიტორინგის შუალედურ შედეგებს ასახავს, რომელიც 2021 წლის 1 მაისი – 15 ივნისის ჩათვლით ხორციელდებოდა.
კვლევა მომზადდა ინტერნიუსის მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, რომელიც კონფლიქტების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე უმცირესობების ენებზე არსებული მედიების სოციალური პლატფორმების მონიტორინგს ითვალისწინებს.