დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
YAEVG
გაგზავნა

MDF-ის ბიბლიოთეკა

მედიაწიგნიერების სექტორის კვლევა საქართველოში, ლატვიაში, მოლდოვასა და უკრაინაში - ანგარიში საქართველოს შესახებ - 2021

სწრაფად ცვალებად მედია გარემოში, მედიაწიგნიერება ინფორმაციის მოხმარების ძირითად ელემენტს წარმოადგენს.მედიაწიგ ნიერების მაღალი დონე, თავის მხრივ, აუდიტორიაში ხარისხიან ჟურნალისტიკაზე მოთხოვნას ზრდის და მას გადარჩენაში, განვითარებასა და სანდოობის შენარჩუნებაში ეხმარება. კრიტიკული აზროვნება და მედიის პასუხისმგებლიანი მოხმარება საზოგადოებრივი მედეგობის შემეცნებითი განზომილებების განვითარებისა და სხვადასხვა ტიპის მავნე ინფორმაციასთან ბრძოლის ძირითად ელემენტს წარმოადგენს. ხარისხობრივი ვარიაციის მიუხედავად, მოცემული ქვეყნები ინფორმაციულ გარემოსთან დაკავშირებული არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან. თუმცა, თითოეულის მაგალითზე, მედიაწიგნიერება დემოკრატიული პროცესების ფასილიტატორად და გადამრჩენად გვევლინება. 
 
მიუხედავად იმისა, რომ ტერმინ „მედიაწიგნიერებას" ერთი კონკრეტული მნიშვნელობა არ აქვს და მისი ინტერპრეტაცია სხვადასხვა მიმართულებითაა შესაძლებელი (მაგალითისთვის, დონორის დღის წესრიგზე მოსარგებად), მოცემული კვლევის ფარგლებში, მედიაწიგნიერების ევროპული კომისიის მიერ შემუშავებული შემდეგი დეფინიციაა გამოყენებული: „მედიაწიგნიერება მოიცავს ყველა იმ ტექნიკურ, შემეცნებით, სოციალურ, სამოქალაქო და შემოქმედებით უნარ-ჩვევებს, რომლებიც საშუალებას გვაძლევს გვქონდეს წვდომა, ინტერაქცია და კრიტიკული წარმოდგენა მედიაზე. ეს უნარები საშუალებას გვაძლევს, გამოვიყენოთ კრიტიკული აზროვნება საზოგადოების ეკონომიკურ, სოციალურ და კულურულ ასპექტებში მონაწილეობისას და აქტიური როლი შევასრულოთ დემოკრატიულ პროცესებში." 

 მოცემულ დეფინიციაზე დაყრდნობით, მკვლევართა გუნდმა შეიმუშავა მედიაწიგნიერების განვითარების კვლევის A-A-A მიდგომა, რაც გულისხმობს აქტორებზე (Actors), აუდიტორიებსა (Audiences) და აქტივობებზე (Activities) ფოკუსირებას. მედიაწიგნიერების სფეროს განვითარების დინამიკიდან გამომდინარე, მკვლევარებმა შეიმუშავეს ქვეყნებისთვის სპეციფიკური რეკომენდაციები მოცემულ ოთხ განზომილებაში: სექტორალური და ქსელური თანამშრომლობა; მედიაწიგნიერების აქტივობების შეფასება; პროექტების მდგრადობა და დაფინანსება; მედიის როლი მედიაწიგნიერების გაზრდაში. შეჯამების ნაწილი ზოგადი ინფორმაციით იწყება, რომელსაც მოსდევს ძირითადი მიგნებები, იდენტიფიცირებული საფრთხეები და ზოგადი რეკომენდაციები.

თამარ კინწურაშვილი, აღმასრულებელი დირექტორი, მედიის განვითარების ფონდი (MDF), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი 
მაიკო რატიანი, მედიაწიგნიერების პროექტის მენეჯერი, მედიის განვითარების ფონდი (MDF) 
სანდრო გიგაური, ინგლისურენოვანი რედაქტორი, მედიის განვითარების ფონდი (MDF) 
ნინო ნარიმანიშვილი, პროექტის კოორდინატორი, მედიის განვითარების ფონდი (MDF) 
გიორგი რიჟვაძე, მკვლევარი, მედიის განვითარების ფონდი (MDF)

ბმული: მედიაწიგნიერების სექტორის კვლევა საქართველოში, ლატვიაში, მოლდოვასა და უკრაინაში - ანგარიში საქართველოს შესახებ - 2021
Tags: