 
        	რუსული და ჩინური გავლენები საქართველოში - 2021  წლის განახლება
        	ეს ანგარიში წარმოადგენს 2020 წელს დაწყებული კვლევის – საგარეო გავლენის აქტორების შედარებითი კვლევა
საქართველოში - მეორე გამოცემას. წლევანდელი ანგარიში - რუსული და ჩინური გავლენები საქართველოში - 2021
განახლება - მიმოიხილავს საქართველოში უცხო ქვეყნის გავლენების განვითარებას 2021 წელს, განსაკუთრებით
სახელმწიფო ინსტიტუტებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, მედიაში, პოლიტიკურ პარტიებსა და
ეკლესიაში. ეს ნაშრომი მიზნად ისახავს წინა ანგარიშში უკვე წარმოდგენილი ისეთი პრობლემების ფართო
სპექტრის შემდგომ გაანალიზებას, როგორიცაა მესამე ქვეყნების მიერ განხორციელებული და დაფინანსებული
კამპანიები და აქტივობები, პოლიტიკური ინფილტრაციით დაწყებული და პოლიტიკური მიზნების მქონე
კოროზიული კაპიტალის შემოდინებით დამთავრებული. ვინაიდან წინა კვლევის ერთ-ერთი მიგნება იყო ის,
რომ ჩინეთის მავნე ზეგავლენა სათანადოდ არ იყო შესწავლილი, ამ კვლევით ნაშრომში არის სპეციალური თავი,
რომელიც ეძღვნება მხოლოდ ჩინეთს. ეს ნაშრომი არის საქართველოში მომუშავე ანალიტიკური ცენტრებისა და
არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის ერთობლივი ძალისხმევა, როგორებიცაა: ატლანტიკური საბჭოს
ციფრული ექსპერტიზის კვლევის ლაბორატორია (DFRLab), სამოქალაქო იდეა (CI), საქართველოს რეფორმების
ასოციაცია (GRASS) და მედიის განვითარების ფონდი (MDF). 
	
ეს ანგარიში მომზადდა ორწლიანი პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს პრაღაში დაფუძნებული
უსაფრთხოების პოლიტიკის ევროპული ღირებულებების ცენტრი (EVC) საქართველოში. პროექტი მიზნად ისახავს
გააძლიეროს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მედეგობა უცხოური მავნე გავლენების აღმოჩენასა
და დაძლევაში. პროექტი მხარდაჭერილია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ტრანზიციის ხელშეწყობის
პროგრამისა (Transition Promotion Program) და USAID-ის ახალი დონორების გამოწვევის პროგრამის (Emerging Donors
Challenge Program) მიერ.
	
	
ავტორები: 
		
ეთო ბუზიაშვილი, ატლანტიკური საბჭოს DFRLab 
	
გივი გიგიტაშვილი, ატლანტიკური საბჭოს DFRLab 
	
თინათინ ხიდაშელი, სამოქალაქო იდეა 
	
ანი კინწურაშვილი, სამოქალაქო იდეა 
	
მარიამ წიწიკაშვილი, GRASS 
	
დავით ნაროუშვილი, GRASS 
	
ნიკა მამულაძე, GRASS 
	
იაკობ ლაჩაშვილი, GRASS 
	
თამარ კინწურაშვილი, მედიის განვითარების ფონდი 
	
მაიკო რატიანი, მედიის განვითარების ფონდი 
	
	
ავტორები: 
		
		
	
დევიდ სტულიკი, უსაფრთხოების პოლიტიკის ევროპულ ფასეულობათა ცენტრი 
	
ელენე ჯანაძე, უსაფრთხოების პოლიტიკის ევროპულ ფასეულობათა ცენტრი 
	
სიმონა დუდასოვა, უსაფრთხოების პოლიტიკის ევროპულ ფასეულობათა ცენტრი
	
ბმული: რუსული და ჩინური გავლენები საქართველოში - 2021  წლის განახლება  
        	
        	
        	Tags: