დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
UZXDS
გაგზავნა

MDF-ის ბიბლიოთეკა

რუსეთის ინფორმაციული ომი - 2 თვე უკრაინაში ინტერვენციიდან

მას შემდეგ, რაც 2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა და სრულმასშტაბიანი სამხედრო შეტევა დაიწყო, ქართულ, რუსულ, უკრაინულ და ბელარუსულ სოციალურ და ტრადიციულ მედიაში ომთან დაკავშირებული არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა.

„მითების დეტექტორი" კომპანია Meta-ს ფეისბუქის მესამე მხარის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში შეუერთდა კომპანიის ინიციატივას, რომელიც ომთან დაკავშირებით გავრცელებული ყალბი ინფორმაციის არეალის შემცირებას ისახავს მიზნად.

„მითების დეტექტორი" ორი თვის განმავლობაში, 24 თებერვლიდან 24 აპრილის ჩათვლით რუსულ, ბელარუსულ, უკრაინულ და ქართულ სოციალურ მედიას აკვირდებოდა და იმ ძირითადი გზავნილებისა და ყალბი ცნობების ტიპოლოგია გამოავლინა, რომელსაც როგორც რუსული, ასევე ქართული, ბელარუსული და უკრაინული წყაროები ავრცელებდნენ. ამასთანავე, საერთო მონაცემებში მოხვდა 2 დეზინფორმაცია, რომელიც ომის დროს გამოვლენილი მანიპულაციური შინაარსის იდენტური იყო და უშუალოდ 2022 წლის 24 თებერვლის სამხედრო ინტერვენციამდე გავრცელდა.

წინამდებარე ანგარიში ორი ნაწილისგან შედგება: პირველ ნაწილში განხილულია გავრცელებული დეზინფორმაციის და მანიპულაციური შინაარსის რაოდენობა, თემატიკა და ტიპოლოგია; მეორე ნაწილი რუსეთის საინფორმაციო ოპერაციების კომუნიკაციის არხებს და მათი მოქმედების ტაქტიკას შეეხება.

ანგარიში მოიცავს „მითების დეტექტორის" ფეისბუქთან ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის შედეგად გამოვლენილ მონაცემებს. კვლევის პროცესში ასევე გამოყენებულია ფეისბუქის ანალიტიკური ხელსაწყო CrowdTangle-ი.

მონაცემთა ვიზუალიზაციისთვის გამოყენებულია ღია წყაროების საგამოძიებო (OSINT) პროგრამა Maltego.

ავტორები: თამარ კინწურაშვილი, სანდრო გიგაური

ფაქტების ანალიტიკოსები: მაიკო რატიანი, მარიამ დანგაძე, არაბელა კორძახია, მარიამ ტალახაძე, დათო რობაქიძე, ქეთი ხუციშვილი, თინა თვაური, ირაკლი იაგორაშვილი

მონაცემების დამუშავება და ვიზუალიზაცია Maltego-ს პროგრამაში: მაკო ცუცქირიძე

გარეკანის ფოტო: Shutterstock

დიზანი: ბესიკ დანელია, IBDesign

ბმული: რუსეთის ინფორმაციული ომი - 2 თვე უკრაინაში ინტერვენციიდან
Tags: