დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
YYGEZ
გაგზავნა

MDF-ის ბიბლიოთეკა

კონფლიქტების გაშუქების მონიტორინგი - აზერბაიჯანულენოვან, სომხურენოვან რეგიონულ და სხვა მედიაში

წინამდებარე კვლევა კონფლიქტების გაშუქების მედია მონიტორინგის შედეგებს ასახავს და სპეციფიკურად რეგიონული აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი პლატფორმების მონიტორინგის შედეგებს ეყრდნობა. კვლევა ასევე მოიცავს რუსულენოვან და ქართულენოვან სპეციფიკურ ფეისბუკ ანგარიშებზე კონფლიქტებთან მიმართებით გამოვლენილ თვისებრივ მონაცემებს.

კვლევის მიზანია შეისწავლოს, თუ რამდენად არის დაცული კონფლიქტების გაშუქების დროს პროფესიული სტანდარტები, ვრცელდება თუ არა ამ თემაზე დეზინფორმაცია და ხდება თუ არა სიძულვილის ენის წახალისება.

კვლევა შერეული მეთოდოლოგიით ხორციელდება და ინტერნიუსის კონფლიქტების გაშუქების შეფასების ადაპტირებულ ვერსიას იყენებს, მონიტორინგის ინსტრუმენტად კი – ფეისბუკის ანალიტიკურ ხელსაწყოს Crowdtangle.

წარმოდგენილი ანგარიში მონიტორინგის შუალედურ შედეგებს ასახავს, რომელიც 2021 წლის 1 მაისი – 2022 წლის 31 იანვრის ჩათვლით ხორციელდებოდა.

შესავალ ნაწილში წარმოდგენილია კვლევის მეთოდოლოგია და მთავარი მიგნებები, პირველი ნაწილი ეთმობა საერთო რაოდენობრივ მონაცემებს, მეორე ნაწილი – მედია გაშუქების ხარისხის და პროფესიონალიზმის შეფასებას, მესამე – მგრძნობელობას კონფლიქტების გაშუქების მიმართ, მეოთხე – წითელი ხაზების გადაკვეთას, მეხუთე ნაწილში მოცემულია რელიგიური გრძნობებით მანიპულირების მაგალითები, მეექვსე ნაწილში, განხილულია მანიპულაციის ერთი კონკრეტული მაგალითი. კვლევის მეშვიდე ნაწილი კონფლიქტებთან მიმართებით რუსულენოვანი და ქართულენოვანი ფეისბუკ პლატფორმების გზავნილებს მოიცავს, ხოლო დანართის სახით წარმოდგენილია მონიტორინგის სუბიექტი მედიების პროფილები.


რედაქტორი: თამარ კინწურაშვილი

ავტორი: თინა გოგოლაძე

მონიტორები:
საბა ტაველიშვილი - აზერბაიჯანულენოვანი მედია
ლუსინე პიჩიკიანი - სომხურენოვანი მედია

ყდის ფოტო: Shutterstock: Rafael Ben-Ari

ბმული: კონფლიქტების გაშუქების მონიტორინგი - აზერბაიჯანულენოვან, სომხურენოვან რეგიონულ და სხვა მედიაში
Tags: