დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
RHGSR
გაგზავნა

MDF-ის ბიბლიოთეკა

მედიაწიგნიერების და დეზინფორმაციის აღქმების კვლევა

კვლევის მიზანი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფსა და გეოგრაფიულ არეალში მედიის მოხმარების ჩვევების, ასევე საქართველოში გავრცელებულ სხვადასხვა დეზინფორმაციასთან და მანიპულაციურ ნარატივთან მიმართებით საზოგადოების მოწყვლადობის შესწავლა იყო.

კვლევის პირველი ნაწილი მედიაწიგნიერების კომპეტენციებს, კერძოდ მედიის მოხმარების ჩვევებს, ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირებისა და გადამოწმების უნარებს ეხება, ხოლო მეორე ნაწილი – 3 თემატურ საკითხთან (უკრაინაში რუსეთის ინტერვენცია, საქართველოში მიმდინარე მოვლენები/იდენტობა და ჯანმრთელობა) მიმართებით დეზინფორმაციის აღქმებს.

კვლევა საქართველოს 7 ქალაქში – ახალქალაქი, ბათუმი, გარდაბანი, ზუგდიდი, თბილისი, თელავი და ქუთაისი – სექტემბერში ჩატარდა, რა დროსაც პირისპირ ინტერვიუს ფორმით 140 რესპონდენტი გამოიკითხა.

ავტორი: თამარ კინწურაშვილი

მონაცემების დამუშავება: მაკო ცუცქირიძე, სალომე გიუნაშვილი

ინტერვიუერები: ლუსინე პიჩიკიან - ახალქალაქი, ნერიმან აშლარბა - ბათუმი, ლალე სოფიევა - გარდაბანი, სალომე გუგუჩია - ზუგდიდი, ანა ებანოიძე - თბილისი, ელენე ტატიშვილი - თელავი, ანა გლუნჩაძე - ქუთაისი

ყდის დიზაინი: მარიამ ბულია

დიზაინი: ბესიკ დანელია, IBDESIGN

ბმული: მედიაწიგნიერების და დეზინფორმაციის აღქმების კვლევა
Tags: