დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
NAHSX
გაგზავნა

MDF-ის ბიბლიოთეკა

რეკლამისა და ინფორმაციის გავრცელების მიზნით მედიაში საბიუჯეტო თანხების განაწილების პრაქტიკა - 2021

წინამდებარე კვლევა ინფორმაციისა და რეკლამის გავრცელების მიზნით მედიაში საბიუჯეტო სახსრების განაწილების 2021 წლის პრაქტიკას ასახავს და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საჯარო მონაცემებს, ასევე გარკვეულ შემთხვევებში საჯარო უწყებებიდან დამატებით გამოთხოვილ ინფორმაციას ეფუძნება. იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორი სარედაქციო პოლიტიკის მედიებთან ფორმდება კონტრაქტები, მასში მედია გაშუქების ცალკეული მაგალითებიც არის განხილული. 

ანგარიშის შესავალში მიმოხილულია კვლევის მთავარი მიგნებები; კვლევის ძირითად ნაწილში რეკლამისა და ინფორმაციის გავრცელების მიზნით საბიუჯეტო კონტრაქტების განაწილების პრაქტიკა სხვადასხვა ტიპის მედიების - ტელევიზია, რადიო, ონლაინ, ბეჭდური, სოციალური - მიხედვით არის დაჯგუფებული. ცალკე თავი ეთმობა სოციალურ მედიაში საბიუჯეტო თანხების ხარჯვას, მათ შორის კონტრაქტებს, რომლებითაც ცალკეულ მედიებს სხვადასხვა ფეისბუქ ჯგუფებსა და გვერდებზე მასალების განთავსება ევალებოდათ.  ბოლო ნაწილში კი იმ მედიების სარედაქციო პოლიტიკაა განხილული, რომელიც ზოგ შემთხვევაში ჰომოფობიურ და ანტიდასავლურ შინაარსს ატარებს, ზოგჯერ - სახელისუფლებოს და ოპონენტების მადისკრედიტირებელი კოორდინირებული კამპანიების შემადგენელია. 


ავტორი: მარიამ პატარიძე
მკვლევარი: გიორგი რიჟვაძე
მონაცემების დამუშავება: მარიამ ცუცქირიძე
რედაქტორი: თამარ კინწურაშვილი
ბმული: რეკლამისა და ინფორმაციის გავრცელების მიზნით მედიაში საბიუჯეტო თანხების განაწილების პრაქტიკა - 2021  
Tags: