დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
EDMTH
გაგზავნა

MDF-ის ბიბლიოთეკა

ანტიგენდერული და ანტილგბტქი მობილიზება საქართველოში

მზარდ პოპულიზმთან ერთად გენდერული და ლგბტქი იდენტობის თემებზე საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება ბოლო წლებში არა მხოლოდ უფლებრივ პრობლემად, არამედ პოლიტიკურ გამოწვევადაც იქცა. დამაზიანებელი ინფორმაცია, რომელიც მგრძნობიარე თემებზე პედალირებით საზოგადოების დაპირისპირებას, მის ღირებულებებსა და პოლიტიკურ სისტემებზე გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად, საფრთხეს უქმნის საზოგადოებას და ხშირად უცხო ქვეყნის საინფორმაციო ჩარევებს, ასევე ქვეყნის შიგნით არსებულ პოლარიზაციას უკავშირდება. ანტილიბერალურ დისკურსთან ერთად სახეზეა პოლიტიკური ოპენენტების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების წინააღმდეგ მიზანმი მართული დისკრედიტაციის კამპანიები, რომელთა უკან ანონიმური და მავნე აქტორები დგანან.

წინამდებარე კვლევის მიზანია საქართველოში ანტიგენდერული და ანტილიბერალური დისკურსის, ასევე იმ მთავარი აქტორების შესწავლა, ვინც იდენტობასთან დაკავშირებული საკითხების საფრთხეების კონტექსტში კონვერტირებას ცდილობს, რათა ამ თემებზე საზოგადოებრივი აზრის მობილიზება მოახდინოს.

ანგარიშის I ნაწილი სექსისტური სიძულვილის ენის/გენდერული სტერეოტიპიზაციისა და ჰომოფობიის რაოდენობრივ მონაცემებს და ტერმინოლოგიას მიმოიხილავს, რომელსაც მეორე ნაწილში ამავე ინდიკატორების საფუძველზე თვისებრივი ანალიზი მოსდევს. III ნაწილი იდენტობის, ღირებულებების, ოჯახის ინსტიტუტისა და ბავშვების დაცვის მოტივით საზოგადოების მობილიზების მიზნით გავრცელებულ მთავარ გზავნილებს მიმოიხილავს. IV თავში ის კანონმდებლობაა მიმოხილული, რომლის რევიზიას ან ინიცირებას ანტილიბერალური ჯფუფები ადვოკატირებენ. ანგარიშის V ნაწილი უცხოეთის მხრიდან ინფორმაციით მანიპულირებასა და ჩარევას (FIMI), ასევე გენდერულ დეზინფორმაციასა და მონიტორინგის პროცესში გამოვლენ ცალკეულ მაგალითებს აერთიანებს. დასკვნით ნაწილში კი მოცემულია ინფორმაცია მთავარი აქტორების შესახებ, ვინც სექსისტურ ენას და ჰომოფობიას, ანტილიბერალურ განწყობებს ყველაზე მეტად ახალისებდა.

ავტორი: თამარ კინწურაშვილი, თინა გოგოლაძე
მონაცემების დამუშავება: მაკო ცუცქირიძე, სალომე გიუნაშვილი, სანდრო გიგაური
მედია მონიტორები:   თამარ გაგნიაშვილი, სოფო ჩხაიძე, მაია ჩალაღანიძე, მარიამ ქავთარაძე, სოფო გოგაძე
გარეკანის ილუსტრაცია: Jorm Sangsorn, Shutterstock
დიზაინი: ბესიკ დანელია, IBDESIGN

ბმული: ანტიგენდერული და ანტილგბტქი მობილიზება საქართველოში                                      
Tags: