 
        	არჩევნებიდან-ინსტიტუტებამდე - დემოკრატიის გზამკვლევი ახალგაზრდებისთვის
        	
გზამკვლევი მომზადებულია ახალგაზრდებისთვის და მისი მიზანია დემოკრატიის კონცეფციის, საარჩევნო უფლების, ხელისუფლების პასუხისმგებლობის შესახებ მათი უკეთ ინფორმირება; 
		
		
		
გამოცემის მიზანია ასევე იმ მნიშვნელობის გააზრება, რომელიც არჩევნებსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში თითოეული მოქალაქის მონაწილეობას მოაქვს. გამოცემა მომზადდა 3 - ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენაზე;
	
გზამკვლევი მოიცავს 4 ნაწილს: I დემოკრატიული მმართველობა; II არჩევნების ორგანიზება, III პროცესში ჩართულობა არჩევნების შემდეგ და IV სავარჯიშოები. 
	
	
გამოცემა მიმოიხილავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: რა არის დემოკრატია? პირდაპირი და წარმომადგენლობითი დემოკრატია; ხელისუფლების დანაწილება; საარჩევნო სისტემები;  არჩევნები და ხმის მიცემა; პოლიტიკური პარტიები; თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი კომისია; დემოკრატია და მედია. არსებითი წინაპირობა;  კამპანია; ინფორმაციის თავისუფლება. 
	
	
გამოცემის თარიღი: 2015 წელი 
	
გამომცემელი: მედიის განვითარების ფონდი 
	
სარედაქციო ჯგუფი: ავტორები - მარიამ ლორთქიფანიძე, ანა ჭაია; რედაქტორი: თამარ კინწურაშვილი
	
გამოცემა მომზადდა პროექტის „დემოკრატიის ტური: არჩევნებიდან ინსტიტუტებამდე" ფარგლებში; პროექტი განხორციელდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის" მხარდაჭერით.
	
ბმული: არჩევნებიდან-ინსტიტუტებამდე - დემოკრატიის გზამკვლევი ახალგაზრდებისთვის