დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
PHRUJ
გაგზავნა

MDF-ის ბიბლიოთეკა

ანტიდასავლური პროპაგანდა 2022

მედიის განვითარების ფონდი (MDF) ანტიდასავლური პროპაგანდის კვლევას 2014-2020 წლებში ყოველწლიურად გამოსცემდა. ბოლო პერიოდში მედია ეკოსისტემაში არსებული ცვლილებების გათვალისწინებით კვლევის მეთოდოლოგიამ მედია სუბიექტების მხრივ გარკვეული კორექტირება განიცადა.

წინამდებარე ანგარიში ანტიდასავლური გზავნილების მხრივ 2022 წლის ტენდენციებს აანალიზებს და ანტიდასავლური გზავნილების ტიპოლიგიას და მათ წყაროებს მიმოიხილავს. ტრადიციული მედიის (სატელევიზიო, ბეჭდვითი და ონლაინ გამოცემები) მონიტორინგის გზით დაკვირვება როგორც მედია საშუალებებზე, ასევე სხვა წყაროებზე – პოლიტიკურ კლასზე, სასულიერო პირებზე, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და საზოგადოების ცალკეულ წარმომადგენლებზე ხორციელდებოდა.


ანგარიში 2022 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. შესავალ ნაწილში წარმოდგენილია კვლევის მთავარი მიგნებები, მეთოდოლოგია და ერთიანი რაოდენობრივი მონაცემები წყაროების მიხედვით. მეორე ნაწილი ანტიდასავლური გზავნილების სტრუქტურას და პროპაგანდის მეთოდებს მიმოიხილავს, ბოლო ნაწილი კი ანტიდასავლური გზავნილების წყაროებს ეთმობა.

ავტორი: თამარ კინწურაშვილი

მონიტორინგის მონაცემების დამუშავება: თინა გოგოლაძე, სანდრო გიგაური, სალომე გიუნაშვილი

სტატისტიკური მონაცემების დამუშავება: მარიამ ცუცქირიძე

მედია მონიტორინგი: თამარ გაგნიაშვილი, სოფო გოგაძე, ხატია ლომიძე, სოფო ჩხაიძე, მარიამ ქავთარაძე, ლიკა მაჭარაძე

დიზაინი: ბესიკ დანელია, IBDESIGN

გარეკანის ფოტო: Shutterstock

ბმული: ანტიდასავლური პროპაგანდა 2022