დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
RYMTY
გაგზავნა

MDF-ის ბიბლიოთეკა

ანტიდასავლური პროპაგანდა და დეზინფორმაცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე

 მედიის განვითარების ფონდი (MDF) წინასაარჩევნო პერიოდში ტრადიციულ და სოციალურ მედიაში ანტიდასავლურ გზავნილებსა და დეზინფორმაციას იკვლევდა. 
 
წინამდებარე ანგარიში შუალედურ მონაცემებს ასახავს და 1 ივლისიდან 1 ოქტომბრამდე პერიოდს აანალიზებს. კვლევის მიზანი იყო შეესწავლა სხვადასხვა სუბიექტების მიერ არჩევნების წინ გავრცელებული ანტიდასავლური გზავნილების ტიპოლოგია და მათი წყაროები; დეზინფორმაცია და ის მეთოდები, რომელთაც სხვადასხვა აქტორები საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებისთვის მიმართავენ. 

ანგარიშის პირველი ნაწილი ანტიდასავლური გზავნილების რაოდენობრივ და თვისებრივ მონაცემებს მიმოიხილავს, მეორე ნაწილი კი სოციალურ მედიას და არჩევნებთან დაკავშირებულ დეზინფორმაციასა და მანიპულაციურ შინაარსს შეეხება. 


ავტორები: თამარ კინწურაშვილი, მაიკო რატიანი

მონიტორინგის მონაცემების დამუშავება: თინა გოგოლაძე, ლანა როყვა

მედია მონიტორინგი: სოფო ჩხაიძე, მარიამ ქავთარაძე, ლიკა მაჭარაძე, ლია კინწურაშვილი, ნათია ალავიძე, სალომე ნორაკიძე, თამთა კეკელიძე

ფაქტების ანალიტიკოსები: თინათინ თვაური, თეკლა ხარაზიშვილი, ცისია კირვალიძე, ანი ქისტაური, გიორგი მინაშვილი

დიზაინი: მარიამ ცუცქირიძე

გარეკანის ფოტო: Lightspring, Shutterstock

ბმული: ანტიდასავლური პროპაგანდა და დეზინფორმაცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე