MDF-ის ბიბლიოთეკა
გენდერის და სექსუალური ორიენტაციის ინსტრუმენტალიზაცია და პოლიტიკური მიზნით გამოყენება ბოლო წლებში განსაკუთრებულ პრობლემად გამოიკვეთა. თუ წინა წლებში ამ თემატიკაზე საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას მეტწილად კრემლისტური და ულტრამემარჯვენე აქტორები ახდენდნენ, ბოლო პერიოდში ამ თემატიკის მეინსტრიმიზაციას საქართველოში ხელისუფლება ცდილობს, რაც მხოლოდ უფლებების წინააღმდეგ მიმართული რიტორიკით არ შემოიფარგლება. ხელისუფლების ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად კანონმდებლობიდან ტერმინი "გენდერი” გაქრა, ხოლო ოჯახური ღირებულებების დაცვის საბაბით მიღებული კანონი ლგბტქ+ თემის წარმომადგენელთა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ისახავს მიზნად.
წინამდებარე კვლევის მიზანი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სექსისტური და ჰომოფობიური სიძულვილის ენის და მათი წყაროების, ასევე თავდასხმების სამიზნეების შესწავლა იყო.
ანგარიში წინასაარჩევნო და პოსტ-საარჩევნო პერიოდს (1 ივლისი-30 ნოემბერი) მოიცავს და მხოლოდ საარჩევნო პროცესის მონაწილე პოლიტიკური სუბიექტებით და საარჩევნო თემატიკით არ შემოიფარგლება.
ანგარიშის პირველი ნაწილი სექსისტური სიძულვილის ენისა და ჰომოფობიური შინაარსის დისკრიმინაციის საერთო რაოდენობრივ მონაცემებს მიმოიხილავს. მეორე ნაწილი სექსისტური სიძულვილის ენის რაოდენობრივ მონაცემებთან ერთად, აღნიშნული ნიშნით დისკრიმინაციის თვისებრივ ანალიზს აეთიანებს. კვლევის მესამე ნაწილი ჰომოფობიური ნიშნით დისკრიმინაციის რაოდენობრივ და თვისებრივ მონაცემებს ასახავს.
ავტორი: თინათინ გოგოლაძე
რედაქტორი: თამარ კინწურაშვილი
მონიტორები: სოფო ჩხაიძე, მარიამ ქავთარაძე, სოფო გოგაძე, ლიკა მაჭარაძე, გვანცა სეთურიძე, სალომე ნორაკიძე, ნათია ალავიძე
დიზაინი: მარიამ ცუცქირიძე
გარეკანის ფოტო: SHUTTERSTOCK, valiantsin suprunovich
ბმული: სექსისტური ენა და ჰომოფობია - 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე