დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
OFIAE
გაგზავნა

MDF-ის ბიბლიოთეკა

ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების თემატიკის გაშუქება მედიაში

(ზოგადი რეკომენდაციები)

პუბლიკაცია მომზადდა როგორც დამხმარე სახელმძღვანელო ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებისთვის.

გამოცემა შეიცავს ზოგად რეკომენდაციებს მედიისთვის, რომლებიც დაფუძნებულია საერთაშორისო მედია-სტანდარტებზე; მასში წარმოდგენილია ქართული მედიის მონიტორინგის შედეგები, რომელიც ეთნიკური და ეთნიკური და რელიგიური თემატიკის გაშუქების დროს დაშვებული შეცდომების განხილვას ემსახურება; შემოთავაზებულია ეთნიკური უმცირესობების ფოკუს-ჯგუფების შედეგები, რომელიც მკითხველს აძლევს წარმოდგენას, თუ როგორ აღიქვამენ საქართველოს ეთნიკური უმცირესობები ქართული მედიის მიერ მათი თემატიკის გაშუქებას. გამოცემაში მოწოდებულია ტერმინთა განმარტებაც.

გამოცემის თარიღი: მაისი, 2010 წელი
გამომცემელი: მედიის განვითარების ფონდი
გამოცემა მომზადდა საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროგრამის „ეროვნული ინტეგრაცია და ტოლერანტობა საქართველოში" ფარგლებში, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით; კვლევაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნით ავტორებს და შეიძლება არ ასახავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის პოზიციას.
ბმული: ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების თემატიკის გაშუქება მედიაში