დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
ZHVYM
გაგზავნა

MDF-ის ბიბლიოთეკა

რეკლამის და ინფორმაციის გავრცელების მიზნით მედიაში საბიუჯეტო რესურსების განაწილების პრაქტიკა, 2016

წინამდებარე კვლევის მიზანია, შეისწავლოს სარეკლამო და საინფორმაციო უზრუნველყოფის მიზნით ბიუჯეტიდან მედია საშუალებებში თანხების განაწილების პრაქტიკა და დადგენილი პროცედურები. კვლევა ასევე მოიცავს მედია მონიტორინგის მიგნებებსაც, რომლის მიზანია აჩვენოს, რა ტიპის ინფორმაციის გავრცელებაზე გამოიყოფა საბიუჯეტო დაფინანსება და ახდენს თუ არა საბიუჯეტო შემოსავლები გავლენას მედია შინაარსზე; რამდენად არის დაცული სარეკლამო კანონმდებლობით, ქცევის კოდექსითა და პროფესიული ეთიკით დადგენილი სტანდარტები. კვლევა ასევე მიმოიხილავს საერთაშორისო პრაქტიკასაც და სხვადასხვა ქვეყნების მაგალითებზე რბილი ცენზურის გამოვლინების ფორმებს. შესწავლილი მასალების საფუძველზე წარმოდგენილია რეკომენდაციები, რომლებიც როგორც პრაქტიკაში არსებული ხარვეზების გამოსწორებას, ასევე კანონმდებლობის დაცვას და წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დაფინანსებული მასალების გამოყენებას შეეხება. რეკომენდაციების შემუშავებისას ასევე გათვალისწინებულია მსოფლიოს გაზეთებისა და ახალი ამბების გამომცემელთა ასოციაციის (WAN-IFRA) მიერ რბილ ცენზურასთან დაკავშირებით შემუშავებული სახელმძღვანელო პრინციპები.
 
გამოცემის თარიღი: ივნისი, 2016 
გამომცემელი: მედიის განვითარების ფონდი 
ავტორები: თამარ კინწურაშვილი, გელა ბოჩიკაშვილი, მარიამ ლორთქიფანიძე 
ინტერვიუერი: მარიამ ცუცქირიძე 
მკვლევარები: დალი ქურდაძე, მარიამ მკერვალიშვილი  
ბმულირეკლამის და ინფორმაციის გავრცელების მიზნით მედიაში საბიუჯეტო რესურსების განაწილების პრაქტიკა, 2016