დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
QRJYG
გაგზავნა

MDF-ის ბიბლიოთეკა

პოლიტიკური პარტიების საჭიროებების კვლევა, 2016

წინამდებარე კვლევის მიზანია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ შეისწავლოს პოლიტიკური პარტიებისა და სხვა აქტორების საჭიროებები მედიის, როგორც ელექტორატთან კომუნიკაციის ინსტრუმენტის, საარჩევნო პროცესში ეფექტიანი გამოყენების მიზნით. საარჩევნო სუბიექტების მედიისადმი დამოკიდებულების კვლევა, მათი განწყობებისა და საჭიროებების იდენტიფიცირება და კვლევის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციები ხელს შეუწყობს პოლიტიკური სუბიექტების უკეთ წვდომას მედიაზე და საბოლოოდ ამომრჩეველთა მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას.

გამოცემის თარიღი: ივნისი, 2016 
გამომცემელი: მედიის განვითარების ფონდი 
ავტორი: თამარ ხორბალაძე
ინტერვიუერები: თამარ სოფრომაძე, ნათია გოგელია, მარიამ ცუცქირიძე
რედაქტორი: თამარ კინწურაშვილი
ბმული: პოლიტიკური პარტიების საჭიროებების კვლევა