MDF-ის ბიბლიოთეკა
ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის - NED-ის მხარდაჭერით მედიის განვითარების ფონდი -MDF გამოსცემს პერიოდულ ანგარიშს, რომელიც მედიის თავისუფლების მხრივ საქართველოში არსებულ მდგომარეობას მიმოიხილავს.
წინამდებარე ანგარიში წინასაარჩევნო მედია გარემოს მხრივ 2016 წელს არსებულ მდგომარეობას მიმოიხილავს.
ანგარიში ეყრდნობა დოკუმენტების ანალიზს, საჯარო დაწესებულებებიდან გამოთხოვილ ოფიციალურ ინფორმაციას და მედიით გავრცელებულ ცნობებს.
ანგარიში შედგება 6 თავისგან: პირველ თავში განხილულია 2016 წელს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები; მე-2 თავი ფინანსურ და ბიზნეს გარემოს მიმოიხილავს; მე-3 მედია საკუთრებასთან დაკავშირებულ აქტუალურ საქმეებს შეეხება, მე-4 თავში 2016 წელს მედიაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები და გადაცემების დახურვის შემთხვევებია განხილული; მე-5 ჟურნალისტთა უფლებების ხელყოფის ფაქტებს აღწერს; ბოლო მე-6 თავში კი არჩევნებთან დაკავშირებული საკითხებია მიმოხილული.
გამოცემის თარიღი: ოქტომბერი, 2016
გამომცემელი: მედიის განვითარების ფონდი
ავტორები: გელა ბოჩიკაშვილი, მარიამ პატარიძე
მკვლევარი: ერეკლე მაისურაძე
რედაქტორი: თამარ კინწურაშვილი
რეცენზენტი: ნინო დანელია
ბმული: წინასაარჩევნო მედია გარემო, ანგარიში 2016
MDF-ის განცხადება კვლევასთან დაკავშირებით: მედიის განვითარების ფონდი პარტია "ქართული ოცნების” მიერ ფინანსური დეკლარაციის შევსების დროს დაშვებული სავარაუდო უზუსტობის გამო განცხადებას ავრცელებს