დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
XLVJR
გაგზავნა

MDF-ის ბიბლიოთეკა

სიძულვილის ენა, 2016 წლის ანგარიში

მედიის განვითარების ფონდი (MDF) საქართველოს გაეროს ასოციაციასთან (UNAG) პარტნიორობით და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით მონაწილეობს პროგრამის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერა” განხორციელებაში. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მედია მონიტორინგი, რომლის მიზანია მედიასა და საჯარო დისკურსში სიძულვილის ენის სხვადასხვა ფორმებისა და მათი წყაროების გამოვლენა. ამასთანავე, იმის შესწავლა, თუ რამდენად იცავენ მედია საშუალებები პროფესიულ სტანდარტებს აღნიშნული თემატიკის გაშუქებისას.


წინამდებარე კვლევა 2016 წლის 1 იანვრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. შესავალ ნაწილში წარმოდგენილია კვლევის მთავარი მიგნებები, მეთოდოლოგია, სიძულვილის ენის რეგულაციების მიმოხილვა და ერთიანი რაოდენობრივი მონაცემები სიძულვილის ენის ტიპოლოგიის მიხედვით. I ნაწილი შეეხება ჰომოფობიურ გამოხატვას ტიპოლოგიისა და წყაროების მიხედვით; II ნაწილში გაერთიანებულია ქსენოფობიური გამოხატვა, რომელიც თავის მხრივ მოიცავს 2.1.თურქოფობიას; 2.2. რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას; 2.3. ქსენოფობიას სხვადასხვა ეთნოსების თუ ერების მიმართ; 2.4. არმენოფობიას და 2.5. რასიზმს. III ნაწილი პოლიტიკური და სხვა ნიშნით შეუწყნარებლობისა და ძალადობისკენ მოწოდების შემთხვევებს აერთიანებს. IV ნაწილში ის წყაროები და არხებია მიმოხილული, ვინც სიძულვილის ენას ყველაზე ხშირად იყენებს.  

 

გამოცემის თარიღი: ნოემბერი, 2016

გამომცემელი: მედიის განვითარების ფონდი

ავტორი და რედაქტორი: თამარ კიწნურაშვილი

მკვლევრები: გელა ბოჩიკაშვილი, თამარ გაგნიაშვილი

მედია მონიტორინგი: სოფო გოგაძე, ხატია ლომიძე, რომან ბაინდურაშვილი, თამარ სოფრომაძე, თინა გოგოლაძე, ირაკლი ცხადაძე, მარიამ ცუცქირიძე, ნათია გოგელია, ნათია გოგოლაშვილი, დალი ქურდაძე 

ბმულისიძულვილის ენა, 2016 წლის ანგარიში