MDF-ის ბიბლიოთეკა
წინამდებარე მონიტორინგი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მედიაში საზოგადოებრივი აზრის კვლევების გაშუქების საკანონმდებლო რეგულაციების დარღვევაზე კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის და სასამართლოების რეაგირების პრაქტიკას ასახავს.
მონიტორინგი დოკუმენტების ანალიზს ეფუძნება, რომელიც კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიიდან გამოთხოვილ მასალებს მოიცავს, ასევე მედიის განვითარების ფონდის წინასაარჩევნო მედია მონიტორინგის ანგარიშს, რომელიც საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების სატელევიზიო და ონლაინ მედიაში გაშუქებას ასახავს.
მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით განსაზღვრული რეგულაციები ძალაში კამპანიის დაწყების მომენტიდან 8 ივნისიდან შევიდა, ანგარიში 22 ივლისიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს ასახავს, რადგან კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ მაუწყებელთა ადმინისტრაციული წესით სანქცირება მას შემდეგ დაიწყო, რაც 22 ივლისს მაუწყებლები კანონის ნორმების დაცვის აუცილებლობის შესახებ გააფრთხილა.