დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
JITMZ
გაგზავნა

MDF-ის ბიბლიოთეკა

მუსლიმი ახალგაზრდების დამოკიდებულებები მედია გაშუქებისა და შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიის მიმართ

წინამდებარე ანგარიში მედიის განვითარების ფონდის მიერ 2017 წლის სექტემბერში ჩატარებული ფოკუს ჯგუფების შედეგებს ასახავს. კვლევის მიზანი მედიაში მუსლიმთა თემატიკის გაშუქებისადმი თავად მუსლიმი ახალგაზრდების დამოკიდებულებების შესწავლა იყო. 

კვლევისთვის მედია შინაარსი მედიის განვითარების ფონდის მიერ 2017 წლის 15 ივნისი – 15 სექტემბრის პერიოდში ჩატარებული ქართული და რუსული მედიის მონიტორინგის მონაცემებიდან შეირჩა, გარკვეულ შემთხვევებში კი ასევე გამოყენებული იყო საარქივო მასალა. კვლევის ფარგლებში დაკვირვების საგანი იყო როგორც მედია გაშუქების პროფესიული სტანდარტი და ეთიკის ნორმების დაცვა, ასევე დამოკიდებულებები მედიით გამოვლენილი გზავნილების, ტერმინოლოგიის და მედიის თვითრეგულირების მექანიზმების მიმართ. კვლევის საბოლოო მიზანი კი მედიისთვის გზამკვლევის შემუშავება იყო, რომელიც მუსლიმთა თემატიკის პროფესიულად და ეთიკის ნორმების დაცვით გაშუქების სახელმძღვანელო პრინციპებს მოიცავს. 

ანგარიში სამი ნაწილისგან შედგება: პირველი ნაწილი მედიის თვითრეგულირების სისტემას შეეხება, მეორე – მედია გაშუქების სხვადასხვა ასპექტებს, მესამე დასკვნითი ნაწილი კი მედიის გზამკვლევს ეთმობა, რომელშიც კვლევის მთავარ მიგნებებს შესაბამისი რეკომენდაციები ერთვის. დანართში მოცემულია დამხმარე ტერმინოლოგიური ლექსიკონი ჟურნალისტებისთვის.

ავტორები:  თამარ კინწურაშვილი, სოფო გელავა
მეთოდოლოგია: მედიის განვითარების ფონდი, MDF
რეცენზირება:  ბექა მინდიაშვილი
დიზაინი: ბესიკ დანელია
ბმული: მუსლიმი ახალგაზრდების დამოკიდებულებები მედია გაშუქებისა და შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიის მიმართ