მუსლიმი ახალგაზრდების საჭიროებების, კომუნიკაციისა და ინფორმაციის წყაროების კვლევა
აღნიშნული კვლევა, მედიის განვითარების ფონდის (MDF) დაკვეთით, საქართველოს ინსტიტუციონალური განვითარების ცენტრმა (GIDC), ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის (CVE) საერთაშორისო ცენტრის ჰიდაიას (Hedayah) მხარდაჭერილი პროექტის "მუსლიმი ახალგაზრდობის საჭიროებების, კომუნიკაციისა და ინფორმაციის წყაროების კვლევა” ფარგლებში მოამზადა. კვლევა 2017 წლის აპრილ-მაისში ქვემო ქართლში, აჭარის მაღალმთიან სოფლებსა და პანკისის ხეობის დასახლებებში 16-29 წლის ახალგაზრდებს შორის ჩატარდა. პირისპირ ინტერვიუს ფორმით კვლევის ფარგლებში სულ 1206 რესპონდენტი გამოიკითხა. მეთოდოლოგიის მიმოხილვის შემდეგ I ნაწილში წარმოდგენილია რესპონდენტთა სოციალურ- დემოგრაფიული მახასიათებლები; II ნაწილი მთლიანად მედიის და კომუნიკაციის სხვადასხვა სახეებს, ასევე მედია გაშუქებისადმი რესპონდენტთა დამოკიდებულებებს ეთმობა; III - სტერეოტიპებს; IV - რელიგიას; V - პოლიტიკურ და სამოქალაქო ინტეგრაციას; VI - დამოკიდებულებებს საგარეო პოლიტიკის საკითხებისადმი. პროექტი, რომელსაც საქართველოში მედიის განვითარების ფონდი ახორციელებს, ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება.
კითხვარი: მედიის განვითარების ფონდი (MDF)
შერჩევის დიზაინი, საველე სამუშაოები, მონაცემთა დამუშავება: საქართველოს ინსტიტუციონალური განვითარების ცენტრი (GIDC)
დიზაინი: ბესო დანელია (გარეკანი), მარიამ ცუცქირიძე
ბმული: მუსლიმი ახალგაზრდების საჭიროებების, კომუნიკაციისა და ინფორმაციის წყაროების კვლევა