დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
FMKVD
გაგზავნა

MDF-ის ბიბლიოთეკა

ანტიდასავლური პროპაგანდა, 2017

წინამდებარე კვლევა მედიის განვითარების ფონდის (MDF) ერთწლიანი მედია მონიტორინგის შედეგების ანალიზს წარმოადგენს, რომლის მიზანი 2017 წელს ქართულ მედიაში გამოვლენილი ანტიდასავლური გზავნილების და ყალბი ინფორმაციის ტიპოლოგიის შესწავლა იყო. დაკვირვება როგორც მედია საშუალებებზე, ასევე სხვა წყაროებზე - პოლიტიკურ კლასზე, სასულიერო პირებზე, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და საზოგადოების ცალკეულ წარმომადგენლებზე ხორციელდებოდა. 
 
ანალოგიური კვლევა მედიის განვითარების ფონდმა 2016 და 2014-2015 წლებშიც ჩაატარა. კვლევა საქართველოს გაეროს ასოციაციასთან (UNAG) პარტნიორობით, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერა" ფარგლებში განხორციელდა.
 
ანგარიში 2017 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. შესავალ ნაწილში წარმოდგენილია კვლევის მთავარი მიგნებები, მეთოდოლოგია და ერთიანი რაოდენობრივი მონაცემები წყაროების მიხედვით. მეორე ნაწილში მიმოხილულია პროპაგანდის სტრატეგია და მეთოდები. ბოლო ნაწილში კი იმ წყაროების პროფილებია მოცემული, ვინც ყველაზე მეტად გამოირჩევა ანტიდასავლური რიტორიკით. 

ავტორი:
 თამარ კინწურაშვილი
 
მკვლევარები:
 დალი ქურდაძე, სოფო გელავა
 
მონაცემთა დამუშავება: 
 მარიამ ცუცქირიძე, თინა გოგოლაძე

მედია მონიტორინგი:
 თამარ გაგნიაშვილი, სოფო გოგაძე, ხატია ლომიძე, რომა ბაინდურაშვილი, მარიამ გელაშვილი
 
დიზაინი:
 ბესიკ დანელია, IBDESIGN 

ბმული: ანტიდასავლური პროპაგანდა, 2017