დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
CELIQ
გაგზავნა

MDF-ის ბიბლიოთეკა

სიძულვილის ენა, 2017

მედიის განვითარების ფონდი (MDF) საქართველოს გაეროს ასოციაციასთან (UNAG) პარტნიორობით და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით მონაწილეობს პროგრამის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერა" განხორციელებაში. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მედია მონიტორინგი, რომლის მიზანია მედიასა და საჯარო დისკურსში სიძულვილის ენის სხვადასხვა ფორმებისა და მათი წყაროების გამოვლენა.
წინამდებარე კვლევა მედიის განვითარების ფონდის (MDF) ერთწლიანი მედია მონიტორინგის შედეგების ანალიზს წარმოადგენს და 2017 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. დაკვირვება როგორც მედია საშუალებებზე, ასევე სხვა წყაროებზე – პოლიტიკურ კლასზე, სასულიერო პირებზე, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და საზოგადოების ცალკეულ წარმომადგენლებზე ხორციელდებოდა.  შესავალ ნაწილში წარმოდგენილია კვლევის მთავარი მიგნებები, მეთოდოლოგია, სიძულვილის ენის რეგულაციების და თვითრეგულირების პრაქტიკის მიმოხილვა; მეორე ნაწილში მოცემულია ერთიანი რაოდენობრივი მონაცემები სიძულვილის ენის ტიპოლოგიის მიხედვით. ანგარიშის მესამე ნაწილში სიძულვილის ენის ტიპოლოგია წყაროების მიხედვით არის წარმოდგენილი, ბოლო ნაწილი კი წყაროების პროფილებს ეთმობა.

ავტორი:  თამარ კინწურაშვილი

მკვლევარი:
თინა გოგოლაძე

მონაცემთა დამუშავება: მარიამ ცუცქირიძე

მედია მონიტორინგი: თამარ გაგნიაშვილი, სოფო გოგაძე, ხატია ლომიძე, რომა ბაინდურაშვილი, მარიამ გელაშვილი

დიზაინი: ბესიკ დანელია, IBDESIGN 
ბმული: სიძულვილის ენა, 2017