დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
JYTRM
გაგზავნა

აქტივობები

ქართულ პოლიტიკასა და მედიაში ქსენოფობიასა და დისკრიმინაციასთან ბრძოლა

დონორები: საქართველოს გაეროს ასოციაცია და აშშ- საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)

პროექტის საერთო ბიუჯეტი: $63, 620

MDF-ის ბიუჯეტი: $ 44, 250.

GDI-ის ქვეგრანტი: $19, 370

ვადები: 1.02.2014 -31.12.2014

მედიის განვითარების ფონდი, MDF და საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, GDI "ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" პროგრამის ფარგლებში, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და აშშ- საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ახორციელებენ პროექტს "ქართულ პოლიტიკასა და მედიაში ქსენოფობიასა და დისკრიმინაციასთან ბრძოლა".

პროექტის მიზანია, სამოქალაქო სექტორის გაერთიანება ქსენოფობიასთან და დისკრიმინაციასთან ბრძოლის იდეის ქვეშ და ერთიანი სამოქალაო პლატფორმის "არა ფობიას" ჩამოყალიბება. აღნიშნული ფორმატი ითვალისწინებს, ერთი მხრივ, ეფექტური მონიტორინგის განხორციელებას მედიაში და მედიის მიერ ამგვარი რიტორიკის გამოყენების თითოეულ ფაქტზე და მათზე რეაგირებას და მეორე მხრივ, საზოგადოებრივი აზრის სწორად ფორმირების ხელშეწყობას.

პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია, ხელი შევუწყოთ საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ გაერთიანებებს, შექმნან ან გააძლიერონ შიდაპარტიული მექანიზმები, რომელებიც უზრუნველყოფენ პოლიტიკურ საქმიანობაში ქსეონოფობიისა და დისკრიმინაციის ყოველგვარი გამოვლინების აღმოფხვრას.

პროექტი ასევე ითვალისწინებს ყოველკვირეული ბიულეტენის გამოცემას, რომელიც მონიტორინგის მიგნებებსა და კამპანიის "არა ფობიას" ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს ასახავს.

უკან