დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
ACYEZ
გაგზავნა

აქტივობები

მედიაწიგნიერების აქტივობების კვლევა საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში

დონორები: გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისი, ამერიკის შეერთებული შტატების გერმანული მარშალის ფონდის პროექტი Black Sea Trust, ევროკავშირი, ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
პროექტის ბიუჯეტი: 6,700 ევრო
ვადები: აგვისტო 2021 - აპრილი 2022 

მედიის განვითარების ფონდი (MDF) მოლდოვაში და უკრაინაში ბაზირებულ ორგანიზაციებთან Independent Journalism Center და Ukrainian Media and Communication Institute-თან ერთად ჩართულია Baltic Center for Media Excellence (BCME)-ის კვლევით პროექტში, რომელიც მიზნად ისახავს მედიაწიგნიერების აქტივობების კვლევას/აღწერას და საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში სექტორის ყოვლისმომცველი სურათის შედგენას. კვლევის მეთოდოლოგიის ფარგლებში დაგეგმილია სიღრმისეული ინტერვიუებისა და წერილობითი გამოკითხვის ჩატარება, კვლევის ბოლოს კი მოხდება ქვეყანაში მედიაწიგნიერების აქტივობებში ჩართული ინსტიტუტებისთვის პოლიტიკის რეკომენდაციების შემუშავება. დაინტერესებულ მხარეებს წარმოადგენენ მთავრობა და მათი სააგენტოები, აკადემიური წრეები და კვლევითი ინსიტუტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დონორი ინსიტუტები. პროექტის მხარდამჭერი დონორები არიან გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისი, ამერიკის შეერთებული შტატების გერმანული მარშალის ფონდის პროექტი Black Sea Trust, ევროკავშირი და ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. 

უკან