აქტივობები
დონორი: ნატოს სახალხო დიპლომატიის ოფისი
პროექტის ბიუჯეტი: 14010 ევრო (8000 NATO, 6010 MDF)
ვადები: აპრილი - დეკემბერი 2022
მედიის განვითარების ფონდი (MDF), ამერიკულ ორგანიზაცია The Critical Mass (TCM)-თან თანამშრომლობით და ნატოს სახალხო დიპლომატიის ოფისის თანადაფინანსებით, იწყებს პროექტს "მედიაწიგნიერი სკოლები საზოგადოების მედეგობისთვის საქართველოში".
პროექტის მიზანია საჯარო სკოლებში კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობითა და მედიაწიგნიერების კომპეტენციების განვითარების გზით საზოგადოების მედეგობის გაძლერება. პროექტი ითვალისწინებს სკოლების შესაძლებლობების გაძლიერებას პედაგოგების ტრენინგებითა და მათი სასწავლო რესურსებით უზრუნვეყლყოფის გზით. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია თბილისსა და საქართველოს 7 ქალაქში - თბილისი, ქუთაისი, ახალციხე, ბათუმი, ზუგდიდი, გორი, თელავი - ტრენინგების ჩატარება.
მედიაწიგნიერების მიმართულებით ახალი იდეების გენერირებისა და სკოლების სტიმულირების მიზნით პროექტის დასკვნით ეტაპზე გათვალისწინებულია კონკურსის გამართვა, რომელმაც ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლა და ინოვაციური პროექტი უნდა გამოავლინოს.
_____________________________________________