დონორები: „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველო”, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, „სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის” პროგრამა.
პროექტის ბიუჯეტი: 35,660 ევრო
ვადები: ივლისი-დეკემბერი, 2022
მედიის განვითარების ფონდი (MDF) ორგანიზაციასთან „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველო” და კვლევით – საკონსულტაციო ორგანიზაციასთან „სოციოსკოპი” (სომხეთი) თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს „ქალები და მათი უფლებები: ეთიკური მედია კავკასიაში”. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, „სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის” პროგრამა.
პროექტი, რომელსაც სამი პარტნიორი ორგანიზაცია ახორციელებს, მიზანად ისახავს, მხარი დაუჭიროს კავკასიის რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების ბრძოლას პლურალიზმისთვის, რაც გაეროს მდგარდი განვითარების მე-5 (Gender Equality) და მე-16 (Peace, Justice and Strong Institutions) პუნქტების ხელშეწყობას ითვალისწინებს. ამ მიზნის მისაღწევად პროექტი აძლიერებს თანამშრომლობას გენდერულ თანასწორობაზე მომუშავე ორგანიზაციებსა და მედიას შორის, კავკასიის რეგიონსა და გერმანიაში, რათა ისინი ერთობლივად დაუპირისპირდნენ ანტიგენდერულ დეზინფორმაციას და მოძებნონ მათი თავიდან აცილების გზები.
მედიის განვითარების ფონდი (MDF) პროექტის ფარგლებში აწარმოებს გენდერის გაშუქების მონიტორინგს საქართველოში, ტრადიციულ და სოციალურ მედიაში, ანტიგენდერული ნარატივების გამოსავლენად, და გამოაქვეყნებს კვლევის ანგარიშს; ჩაატარებს ტრენინგს ჟურნალისტებისთვის გენდერულად მგრძნობიარე მედია გაშუქებასა და ფაქტების გადამოწმებში; მონიტორინგის მიგნებების გამოყენებით მოამზადებს ეთიკური გაშუქების გზამკვლევს ჟურნალისტებისთვის; და დაამზადებს და გაავრცელებს საინფორმაციო ვიდეორგოლებს გენდერის საკითხების ეთიკურად გაშუქების სტანდარტების შესახებ.