დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
KQMKT
გაგზავნა

აქტივობები

გენდერული დეზინფორმაცია და ინკლუზიური მედიაგაშუქება

დონორი: International Media Support (IMS)

პროექტის ბიუჯეტი: 96,220 USD

ვადები: იანვარი-დეკემბერი 2023

მედიის განვითარების ფონდი (MDF) International Media Support-ის (IMS) ფინანსური მხარდაჭერით, იწყებს ახალ პროექტს - "გენდერული დეზინფორმაცია და ინკლუზიური მედიაგაშუქება”, რომლის მიზანია, ქართულ მედიაში გენდერული დეზინფორმაციის გამოვლენა, ჟურნალისტების გაძლიერება ფაქტების გადამოწმებისა და დეზინფორმაციის გამოვლენის მიმართულებით და თემის ირგვლივ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

პროექტი 2023 წლის მანძილზე აქტიურ მედიამონიტორინგს მოიცავს, რომელსაც MDF ორგანიზაციის იმ გამოცდილ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს, რომელსაც ანტიგენდერული და ანტილიბერალური დისკურსებისა და აქტორების შესასწავლად იყენებს. მედიამონიტორინგის მიგნებები საფუძვლად დაედება ანგარიშებს, რომლებიც არსებულ მდგომარეობას და გამოკვეთილ ტენდენციებს აღწერს.

ამას გარდა, MDF გამართავს ტრენინგს ჟურნალისტებისთვის, გენდერული დეზინფორმაციის ირგვლივ მათი კომპეტენციების გაღრმავების მიზნით, რაც მათ გენდერული საკითხების სენსიტიურ გაშუქებაში დაეხმარებათ. 

MDF-ის ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, მედიაპარტნიორებთან თანამშრომლობით შეიქმნება ვიდეო სიუჟეტები გენდერული დეზინფორმაციის თემაზე "მითების დეტექტორის” ფაქტების გადამოწმებისა და ანგარიშების მიგნებებზე დაყრდნობით. ამას გარდა, MDF მოამზადებს ვიდეო რგოლებს, რომლებიც სოციალური რეკლამის სტატუსით ნაციონალური და ადგილობრივი მედიებით მიწვდება სამიზნე აუდიტორიას. 

უკან