დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
AFLMM
გაგზავნა

აქტივობები

მითების დეტექტორის ლაბორატორია

დონორი: Deutsche Welle Akademie (DWA)

პროექტის ბიუჯეტი: 2025 წ. - € 35,000

ხანგრძლივობა: 2023 - 2026

"მედიის განვითარების ფონდი”, (MDF) "დოიჩე ველე აკადემიის” (DWA) ფინანსური მხარდაჭერით, "მითების დეტექტორის ლაბორატორიის” პროგრამას ახორციელებს. სასწავლო პროგრამა, რომელიც 2023 წლის მარტიდან დაიწყო, 3-წლიანია და 6 ეტაპად განხორციელდება. ახალგაზრდები ფაქტების გადამოწმებისა და ვერიფიკაციის ინტენსიურ კურსს გაივლიან. პროგრამის ფარგლებში, მონაწილეები ასევე სწავლობენ: ახალი მედია ეკოსისტემის  კვლევას, კოორდინირებული არაავთენთიკური ქცევის იდენტიფიცირება/გამოვლენასა და მულტიმედია მასალების მომზადებას. მონაწილეები სტაჟირებას "მითების დეტექტორის” რედაქციაში ჰიბრიდულად გაივლიან, კურსის ბოლოს კი, საკონკურსო, მულტიმედიურ მასალებს მოამზადებენ. Საუკეთესო მასალების ავტორები პრიზებით დაჯილდოვდებიან. 

MDF-მა მითების დეტექტორის ლაბორატორია 2017 წელს დააარსა და უკვე 338 კურსდამთავრებული ჰყავს. პროგრამით გათვალისწინებული სტაჟირების ფარგლებში, კურსის მონაწილეებმა ფაქტების გადამოწმების პლატფორმა "მითების დეტექტორზე” ჯამში 600-ზე მეტი სტატია გამოაქვეყნეს.

უკან