აქტივობები
დონორი: Fundación Maldita.es
ბიუჯეტი: 25 000 აშშ დოლარი
ხანგრძლივობა: ოქტომბერი 2023 - დეკემბერი 2024
პარტნიორები: StopFake (უკრაინა), DELFI Melo Detektorius (ლიეტუვა), Chequeado (არგენტინა), Animal Político (მექსიკა), La Silla Vacía (კოლუმბია), Es Paja (ვენესუელა)
"მედიის განვითარების ფონდი” (MDF) ესპანურ ორგანიზაციასთან Maldita.es პარტნიორობით ახორციელებს პროექტს "აღმოსავლეთ ევროპის, ევრაზიისა და ლათინური ამერიკის ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაძლიერება კერძო შეტყობინებების აპლიკაციებში რეგიონთაშორის და გლობალურ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად.” ინიციატივა შვიდ ორგანიზაციას აერთიანებს: პროექტში სამი ევროპული (საქართველო, უკრაინა და ლიეტუვა) და ოთხი ლათინური ამერიკის (არგენტინა, ვენესუელა, კოლუმბია და მექსიკა) ფაქტების გადამოწმების პლატფორმაა ჩართული.
ერთობლივი პროექტი მიზნად ისახავს შეტყობინებების აპლიკაციებში ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაუმჯობესებას, დეზინფორმაციის აღმოჩენის, ანალიზისა და კლასიფიკაციის მიზნით. ამავდროულად, პროექტი ხელს უწყობს ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობას სხვადასხვა ქვეყნებში გავრცელებული იდენტური დეზინფორმაციული კამპანიების იდენტიფიცირების და ანალიზის, ასევე მათი ევოლუციისაა და ტრანსფორმაციის კვლევის მიმართულებით.
მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით მედიის განვითარების ფონდი, პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, გამოაქვეყნებს კვლევების სერიას. ასეთი თანამშრომლობა დეზინფორმაციასთან ეფექტიანი ბრძოლის სტრატეგიის განვითარებას შეუწყობს ხელს.